სიახლეები

ბოლნისში ქართულ-გერმანულმა ღვინის სახლმა „დიდგორელის“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიებაზე გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული, მონაწილეებს კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ისტორიის კონკურსი „დიდგორელი“ სასკოლო ასაკის მოსწავლეების კონკურსია, რომელიც 2019 წელს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში დაიწყო და ამ დრომდე 10-მდე სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა. პროექტი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაინტერესებას საქართველოს ისტორიით და მათი ცოდნის გაღრმავებას. „დიდგორელის“ […]

არემჯის ერთთვიანი პრაქტიკული პროგრამა სტუდენტების მე-5 ნაკადმა წარმატებით გაიარა. „საზაფხულო სკოლა“ არემჯის ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს საზაფხულო არდადეგების პერიოდში დაბა კაზრეთში, კომპანიის საწარმოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში თავიანთი პროფესიებისა და ინტერესის შესაბამისად გადანაწილებულები იყვნენ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: გეოლოგია, ბურღვის ტექნოლოგიები, წიაღისეულის გადამუშავება, მარკშეიდერია, გეოტექნიკა და სამთო ტექნოლოგიები.  “უკვე […]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არემჯის და თსუ-ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა,  აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ 19 ივნისს მოაწერეს. აღნიშნული მემორანდუმი მხარეებს შორის მრავალმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს და მისი მიზანია: სტაჟირების, პრაქტიკის, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში სტუდენტთა ხელშეწყობა, სასწავლო პროგრამების მოდიფიცირებაში კომპანიის […]

17 ივნისს, ქ. ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებას სლოგანი – ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი აერთიანებდა. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების (PDO) ღვინის ფესტივალი საქართველოში პირველად ჩატარდა. დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ღვინის მახასიათებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანიშნებელია, რომელიც ამ ნიშნით აღიარებულ ღვინოებს სხვა ღვინოებისგან უპირატესად წარმოაჩენს. ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ […]

არემჯიმ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს  საველე და ლაბორატორიული სამუშაოებისთვის ინვენტარი გადასცა. 12 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს არემჯისგან საველე და ლაბორატორიული სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცა. სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფის მიზნით, არემჯი რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული სტუ-ს ინფრასტრუქტურული განახლების პროცესში. „გარდა სტუდენტთა პროფესიული განვითარების პროგრამებისა, ჩვენთვის პრიორიტეტია უნივერსიტეტის ლაბორატორიების თანამედროვე […]

არემჯიმ საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიისა და მსოფლიოს სამთო მეცნიერებათა აკადემიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი სამთო მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის უმაღლესი საბჭოს სხდომებს მასპინძლობდა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები არემჯის საწარმოსაც ესტუმრნენ. – 29 აპრილს არემჯიმ საქართველოსა და მსოფლიოს სამთო მეცნიერებათა აკადემიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. 27-30 აპრილს გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი სამთო მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის უმაღლესი საბჭოს სხდომებს […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) არემჯის 2023 წლის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული სტუდენტები გამოვლინდნენ. პროგრამა, რომელსაც კომპანია მე-5 წელია ახორციელებს, წარჩინებული სტუდენტების ერთწლიან სტიპენდიებს ითვალისწინებს. წელს, ტექნიკური უნივერსიტეტის 25-მა სტუდენტმა მიიღო სტიპენდია. – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არემჯის სასტიპენდიო პროგრამის რჩეული სტუდენტები გამოვლინდნენ, რომელთაც კომპანიისგან ერთწლიანი სტიპენდია გადაეცემათ. წელს არემჯის სასტიპენდიო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიებისა […]

17 დეკემბერს კომპანია არემჯიმ სამთოელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გამართა. უკვე მე-4 წელია, რაც კომპანიაში მივიწყებული ტრადიცია აღდგა და  4000-ზე მეტ  დასაქმებულთან ერთად, ყოველწლიურად ამ დღეს პროფესიული დღესასწაული –  სამთოელის დღე აღინიშნება. თეატრში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე კომპანიის მენეჯმენტმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად წლის 7 საუკეთესო თანამშრომელი გამოავლინა და მათ წლის სამთოელის საპატიო ჯილდო გადასცა. ღონისძიებაზე კომპანიის […]

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ „პარტნიორობის ფორუმში“, არემჯიმ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ოფიციალური წევრის და ფორუმის მთავარი პარტნიორის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ფორუმის პირველ ნაწილში, საკუთარი საქმიანობის და პროექტების შესახებ პრეზენტაციები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გამართეს. ღონისძიების მეორე ნაწილი კი ნეთვორქინგს და იდეების წარდგენის სივრცეებში კერძო და სამოქალაქო […]

არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის, ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ  კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. 20-21 ოქტომბერს, ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში საკუთარი მოხსენებით 26 სპიკერი წარსდგა. განსახილველ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალურ პრობლემების შეფასებას და გადაწყვეტის გზებს, მინერალური რესურსების […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში  „დასაქმების ფორუმი – 2022” გაიმართა.  60-მდე ქართული კომპანიასთან ერთად, სტუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს  სამთო-მომპოვებელი სექტორის ლიდერმა არემჯიმ, სხვადასხვა პროფესიული და სტაჟირების პროგრამები შესთავაზა.   “არემჯი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია თანამშრომლობენ. განსაკუთრებით გაძლიერდა ეს პარტნიორობა ბოლო 4-5 წელია. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, როგორც უნივერსიტეტთან, ასევე სტუდენტებთან, ყოველწლიურად ვთავაზობთ მათ სხვადასხვა […]

კაზრეთში არემჯის ცენტრალურ ოფისში, სტუდენტების მხარდამჭერი პროექტის  „არემჯის საზაფხულო სკოლის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი წელს მე-4-ედ ჩატარდა და მის ფარგლებში  კომპანიამ,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 21 სტუდენტს უმასპინძლა. ზაფხულის დასაწყისში, გასაუბრების შედეგად შერჩეულმა პროექტის მონაწილეებმა, აგვისტოში არემჯის საწარმოებში  ერთთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარეს. ისინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩეული აკადემიური პროგრამების საფუძველზე, შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდნენ: შრომის […]

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ მცხეთის მუნიციპალიტეტის ფინალისტების დაჯილდოება  გაიმართა. რიგით მე-9 მუნიციპალიტეტის გამარჯვებული და არემჯის 6 თვიანი სტიპენდიის მფლობელი, მცხეთის საჯარო სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მაღალდაძე გახდა. ,,ჩემთვის დიდგორელის პროექტში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. პროექტ ,,დიდგორელის“ მონაწილეობა ძალიან შემეცნებითი იყო.  მონაწილეებმა არაერთი წიგნი წავიკითხეთ და ისტორიული მასალა დავამუშავეთ. მოხარული ვარ, რომ […]

სასტუმრო ,,ჰილტონმა’’ მედია ჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებულ Green Business

მეღვინეთა გაერთიანება “ღვინო ბოლნისის” ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია არემჯის მხარდაჭერით, ბოლნისის მუზეუმში ბოლნისური ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე „ქართული ღვინის გილდიის“ მიერ, OIV-ის საერთაშორისო  სტანდარტით,   შეფასებული 15 ბოლნისური მარნის, 38 საუკეთესო ღვინო იყო წარმოდგენილი. ,,ბოლნისი არის მეღვინეობის უძველესი რეგიონი და ქალაქი, რაც ბევრმა არ იცის. გაერთიანების დაფუძნების დღიდან, ჩვენ აქტიურად ვცდილობთ გავაცნოთ საზოგადოებას ბოლნისის […]

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის 22-ე დაჯილდოებაზე ტრადიციულად, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. წელს ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელი კომპანია არემჯი გახდა. ბიზნეს რეიტინგის საზეიმო ცერემონიალზე კომპანიას ორ მთავარ ნომინაციაში: რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელი და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა. ასევე კომპანიას გადაეცა, გარდამავალი ჯილდო, მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის. წელს უკვე მეორედ, არემჯი ფარული კენჭისყრის შედეგად მედიის […]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან და კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, კაზრეთში არემჯის გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც 2018 წლიდან გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრების […]

კაზრეთის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, არემჯის მხარდაჭერით, სკოლებში გახსნილ დებატკლუბებში საჯარო დებატებისთვის ინტენსიურ სამზადისს გადიან. პროექტი, რომელიც  საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა და გუდავაძე–პატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება, მიზნად ისახავს კაზრეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებში სადებატო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ, კაზრეთის სკოლის მოსწავლეები შეაჯამებენ დებატკლუბების მუშაობას და ქვემო ქართლის სახელით ნაციონალურ ტურნირში მიიღებენ […]

სარაგბო კლუბ „ყოჩების“ 12 წლამდელთა გუნდი,  მონაკოს პრინცესა შარლენის ფონდის ორგანიზებით 4-8 მაისს მონაკოში დაგეგმილ სარაგბო ფესტივალზე მიემგზავრება. არემჯის მხარდაჭერით პატარა ყოჩების გუნდი მონაკოში, ერთ-ერთ მასშტაბურ –  წმინდა დევოტას სახელობის რაგბის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველოს სახელით იასპარაზებს. საიუბილეო რიგით მეათე თასზე მონაწილეობას, ყოჩების გუნდი 15 კაციანი შემადგენლობით, მათ შორის 4 ბოლნისელი მორაგბით მიიღებს. ,,ბავშვებისთვის, […]

კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას არემჯის საქმიანობაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. კომპანია ცდილობს სხვადასხვა მიმართულებით შექმნას სარგებელი და ამგვარად, ბოლნისის განვითარებას შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი პირველი წამოწყება წარმატებული მოსწავლეებისა და სტუდენტების მხარდაჭერა იყო, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს განათლების მიღებაში უწყობდნენ ხელს. შემდეგ, არემჯი, ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის აქტიური პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივ მარნებთან დაიწყო თანამშრომლობა. ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ინიციატივა კი, ბოლნისში მცირე ბიზნესის განვითარებაა, […]

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის  დაჯილდოების რიგით მე-12   ცერემონიაზე, კომპანია არემჯის საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year უკვე მესამედ გადაეცა. კომპანიას ლიდერის სტატუსი, ობიექტურ რანჟირებაზე დაყრდნობით  ამჯერად  დასაქმებულთა რაოდენობის კრიტერიუმით მიენიჭა. “ჩვენმა კომპანიამ უკვე მესამედ აიღო ეს ჯილდო. მიუხედავად ორი რთული, პანდემიური წლისა მოვახერხეთ და შევქმენით 740 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ვფიქრობთ […]

არემჯი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სპორტის სხვადასხვა სახეობის და ინდივიდუალური სპორტსმენების მხარდაჭერას აგრძელებს. კომპანიამ მიმდინარე კვირას ოფიციალური სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძესთან, რომელიც ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგში #4 ადგილს იკავებს. სანდრო ბაზაძის სპორტული წარმატების მაგალითმა და წლის დასაწყისში თბილისში მაღალ დონეზე ორგანიზებულმა მსოფლიო თასმა კომპანია სპორტის ამ სახეობით დააინტერესა. „ფარიკაობა ჩვენთვის ახალი მიმართულებაა. […]

მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით,  კომპანია არემჯისა და ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმზე, ღვინო ბოლნისის დამფუძნებელმა გურამ ავქოფაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას 2018 წელს მხარეებს შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში დღემდე განხორციელებული  აქტივობების და ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებაზე საუბარი იყო მარტში პოლონეთში, ქალაქ კატოვიცაში გამართულ ბოლნისური ღვინოების გამოფენა-დეგუსტაციაზეც, რომელზეც 25 მცირე ტიპის […]

კომპანია არემჯი აგრძელებს წარმატებული ძიუდოისტების ლაშა შავდათუაშვილის, ვაჟა მარგველაშვილის და ბექა ღვინიაშვილის მხარდაჭერას. კომპანიის თბილისის ოფისში, მსოფლიო და ოლიმპიურ  ჩემპიონებთან  სასპონსორო ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი, რომელიც არემჯის მიერ აღნიშნული სპორტსმენების ინდივიდუალურ მხარდაჭერას და მათი საქმიანობის გრძელვადიან ხელშეწყობას ითვალისწინებს. ,,უკვე წლებია არემჯი აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას. მხარში ვუდგავართ, როგორც დამწყებ ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს,  […]

არემჯი ჯგუფი აგრძელებს უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერას. ჯგუფში შემავალი კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები სოლიდარობისა და დახმარების სხვადასხვა აქტივობებში. ამ მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში კომპანიის თანამშრომლებმა კაზრეთში, ბოლნისსა და თბილისში პირველადი საჭიროების ნივთების შეგროვება დაიწყეს. დღეს, „არემჯის“ სახელით, აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში გასაგზავნად გადაეცა ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე უკრაინის დახმარების პუნქტს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლების მიერ […]

არემჯი ჯგუფში შემავალმა კომპანია არემჯი აურამაინმა,  ISO 45001  სერთიფიკატი მოიპოვა, რომელიც კომპანიაში, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტის დამადასტურებელია. ISO 45001 სერტიფიკატი, მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს და მიზნად ისახავს კომპანიაში უსაფრთხო და მისაღები სამუშაო ადგილების შექმნას, სამუშაოსთან დაკავშირებული ტრავმების და ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან აცილებას და ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის უზრუნველყოფის დარგში, მისი […]

ბოლნისში, არემჯის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეძენილ ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის ამერიკელი ექსპერტი მერი კეი ჯუდი ეწვია. მერი კეი ჯუდიმ, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობისა და არქიტექტურული ძეგლების კონსერვაცია-რესტავრაციის შეფასება-ექსპერტიზას, ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ჩატარებულ სარესტავრაციო სამუშაოებს მაღალი შეფასება მისცა. „მინახავს ქართული კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ძეგლი, თუმცა ამ დრომდე […]

საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ მონაწილეებმა გოეთეს ინსტიტუტში უცნობი ბოლნისის თემაზე შექმნილი მინი ფილმების პრეზენტაცია გამართეს. „უცნობი ბოლნისი“ – „დიდგორელის“ კიდევ ერთი შემეცნებითი კომპონენტია, რომელიც სასკოლო კონკურსში ჩართული ახალგაზრდების მიერ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტებისა თუ ძეგლების შესახებ ვიდეოების სერიის მომზადებას ითვალისწინებს. „დიდგორელის“ ავტორი, ისტორიკოსი ლევან ჟვანია, პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს პროექტისთვის მოძიებული მასალების შესახებ ესაუბრა და არაერთი […]

17 დეკემბერს არემჯიში სამთოელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. უკვე მე-3 წელია, რაც კომპანიამ მივიწყებული ტრადიცია აღადგინა და 3500-მდე დასაქმებულთან ერთად, პროფესიულ დღესასწაულს სამთოელის დღეს აღნიშნავს. ტრადიციულად, კომპანიის მენეჯმენტმა წლის ხუთი საუკეთესო თანამშრომელი გამოავლინა და მათ სამთოელის ჯილდოები გადასცა. 2021 წლის სამთოელები გახდნენ: არჩილ ჯაყელი – წარმოების დირექტორის მოადილე, რეზო ლობჯანიძე – წარმოების დირექტორის მოადილე, […]