Search
Close this search box.

ძლიერი კომპანია,
ძლიერი საქართველოსთვის!

ჩვენ ქართულ სამთომოპოვებით საქმეს ვემსახურებით და საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს – რიჩ მეტალს გრუპის მმართველი გუნდი ვართ.

 

სამთომოპოვებითი მრეწველობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური მდგრადობის ბაზისია. რიჩ მეტალს გრუპში (არემჯი) შემავალი კომპანიები – არემჯი გოლდი, არემჯი კოპერი, არემჯი აურამაინი და კავკასიის სამთო ჯგუფი სამთომოპოვებით საქმიანობას საქართველოში, ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს რაიონებში 2012 წლიდან ახორციელებენ.

არემჯი სპილენძის, ოქროს და პოლიმეტალების შემცველი მადნების ღია და მიწისქვეშა მოპოვების წესით და გადამუშავების გზით აწარმოებს პოლიმეტალურ კონცენტრატს და ოქროს დორეშენადნობს.

ჩვენ ქართულ სამთომოპოვებით საქმეს ვემსახურებით და საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს – რიჩ მეტალს გრუპის მმართველი გუნდი ვართ.

2012 წლიდან თანმიმდევრულად ვახორციელებთ და ყოველდღიური საქმიანობით ვადასტურებთ, რომ უმნიშვნელოვანესი შედეგი არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი წარმატებაა, რომელსაც მდგრადი ბიზნესმოდელი უზრუნველყოფს.
დავასრულეთ სტრატეგიული ციკლის პირველი ეტაპი, რომლის მიზანი იყო გადამამუშავებელი აქტივების რეკონფიგურაცია და მოდერნიზაცია. ამით მყარი საფუძველი შევქმენით ბიზნესის მომავალი განვითარებისათვის.

მიღწეულ შედეგებზე მნიშვნელოვანია მომავალი განვითარების პერსპექტივები. მტკიცედ გვჯერა ჩვენ მიერ არჩეული განვითარების მიმართულებისა და მიზნად ვისახავთ კიდევ უფრო ამბიციური გეგმების განხორციელებას როგორც ბიზნესის ზრდის, ისე გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით.

მთელი ჩვენი საქმიანობა მდგრადი განვითარების პრინციპებს ეფუძნება, რაც ნიშნავს როგორც ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ისე იმ რეგიონის მდგრად განვითარებას, სადაც ჩვენი საქმიანობის არეალია. სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების რეალიზაციის საშუალებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ვაყალიბებთ, ყოველდღიურად ვეხმარებით მათ არსებული პრობლემების გადაჭრასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
ჩვენი ბიზნესის წარმატებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანური რესურსი. საკადრო პოლიტიკას თანამშრომლების პატივისცემის და სამართლიანობის პრინციპებზე ვაგებთ, რითაც უზრუნველვყოფთ თითოეული დასაქმებულის კარიერული ზრდის შესაძლებლობებს, მათი პოტენციალის შესაბამისად.

არემჯის მისია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის მხარდაჭერაა. ჩვენი მიზანია, ვაკეთოთ მნიშვნელოვანი საქმე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, რაც ნიშნავს ადამიანებზე, გარემოსა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვას.

კარგად გვაქვს გააზრებული სამთომოპოვებითი დარგის გამოწვევები და პასუხისმგებლობა. შესაბამისად, არემჯის ამოცანაა საქართველოში მდგრადი, გარემოზე ზრუნვით და მსოფლიო თანამედროვე სტანდარტების დაცვით, უსაფრთხო ბიზნესის კეთება. ეს ჩვენთვის და ჩვენი 4 200-ზე მეტი თანამშრომლისათვის უმნიშვნელოვანესია.

 
ჩვენ ვქმნით ძლიერ ეკონომიკას, რაც ძლიერი ქვეყნის საფუძველია!
– Rich Metals Group-ის მმართველი გუნდი

ჯონი შუბითიძე

აღმასრულებელი დირექტორი

სერგეი ბერეზიკოვი

წარმოების დირექტორი

კახაბერ მჭედლიშვილი

კორპორაციული დირექტორი

ლაშა მეფარიშვილი

ფინანსური დირექტორი

მიხეილ კვარაცხელია

დირექტორი გარემოსდაცვით საკითხებში

ვახტანგ აბაშმაძე

არემჯი აურა მაინის წარმოების დირექტორი მიწისქვეშა სამთო სამუშაოების დარგში

ჯონი შუბითიძე

ჯონი შუბითიძე არემჯის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას 2022 წლის ოქტომბრიდან იკავებს. იგი ასევე ჯგუფში შემავალი ყველა კომპანიის, მათ შორის კავკასიის სამთო ჯგუფის და არემჯი აურა მაინის ხელმძღვანელია.

ჯონი შუბითიძეს მინერალოგიისა და გეოლოგიის მიმართულებით მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს საქართველოსა და უცხოეთში. სხვადასხვა დროს მუშაობდა კომპანიებში საქართველოს გეოლოგია, გეოლოგიისა და სამთო საქმის ეროვნული კომპანია, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი, EMED, Meverud & Astargan Gold Mines და სხვა.

ჯონი შუბითიძე ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს გეოლოგიაში, არის საქართველოს გეოლოგიური კავშირისა და გეოლოგიური საზოგადოების წევრი. შუბითიძე არის 50-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი.

სერგეი ბერეზიკოვი

სერგეი ბერეზიკოვი არემჯის წარმოების დირექტორის პოზიციას 2022 წლის ბოლოდან იკავებს. მის კომპეტენციას კომპანიის საწარმოო პროცესების დაგეგმვა და მართვა განეკუთვნება.

სერგეი ბერეზიკოვს, სამთო გეოლოგიური მიმართულებით, მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი კარიერა 2003 წელს ყაზახეთის სამთო-მეტალურგიულ კომპანია Kazzinc-ში დაიწყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსეთის წამყვან სამთო კომპანიებში უბნის უფროსის, მთავარი ინჟინრის, კარიერის უფროსის თანამდებობებზე. 2018 წლიდან  რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ოქროს მომპოვებელ კომპანიაში Gold of Kamchatka-ში კარიერის უფროსის პოზიციას იკავებდა. შემდგომ კი ამავე  კომპანიის სამთო და გადამამუშავებელი ქარხანა Amethyst-ში  აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გააგრძელა მუშაობა.

სერგეი ბერეზიკოვი ფლობს აღმოსავლეთ ყაზახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს, სამთო ინჟინერის სპეციალობით; ასევე ბალტიის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი BOENMEX-ის მაგისტრის ხარისხს, ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით.

კახაბერ მჭედლიშვილი

ლაშა მეფარიშვილი

ლაშა მეფარიშვილი არემჯის ფინანსური დირექტორის პოზიციას 2014 წლიდან იკავებს. მის კომპეტენციას განეკუთვნება კომპანიის ფინანსური, ბუღალტრული, საგადასახადო და საინფორმაციო ტექნოლოგიური პოლიტიკის დაგეგმარება და მართვა.

ლაშა მეფარიშვილს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს, საერთაშორისო კომპანიებში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა კომპანიებში AES Corporation, საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის ცენტრში CERMA, Express INC, იბერია ბიზნეს ჯგუფი და სხვა.

ლაშა მეფარიშვილი ფლობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ეკონომიკის მიმართულებით და აშშ-ის დიუკის უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.

მიხეილ კვარაცხელია

მიხეილ კვარაცხელია არემჯის გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს, ხოლო 2017 წლიდან იკავებს გარემოს დაცვით საკითხებში დირექტორის თანამდებობას. მის კომპეტენციას განეკუთვნება კომპანიის გარემოსდაცვითი პოლიტიკის განსაზღვრა, გარემოსდაცვითი პროგრამების შემუშავება და მდგრადი ეკოლოგიური განვითარება.

მიხეილ კვარაცხელიას გარემოსდაცვით, გეოტექნიკურ და გეოლოგიურ საკითხებში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ის, სხვადასხვა დროს, მუშაობდა გარემოსდაცვით პროექტებზე, ნავთობსადენების მშენებლობასა და მიწისქვეშა წყლების გეოსაშიშროებისა და გეოტექნიკურ შეფასებებზე.

მიხეილ კვარაცხელია ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს საინჟინრო ჰიდრო გეოლოგიის მიმართულებით. გავლილი აქვს შვედეთის ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტის, სამაგისტრო კურსი, მიწის მართვის საკითხებში და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის, სამაგისტრო კურსი, პროექტის მართვის მიმართულებებით.

ვახტანგ აბაშმაძე