Search
Close this search box.

რიჩ მეტალს გრუპი

2011-2012 წლებში საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფმა, საქართველოში სამთომოპოვებითი საქმიანობის დასაწყებად, ქვემო ქართლში შეიძინა მეტალური წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიები და არსებული „მადნეულისა“ და „კვარციტის“ სამთომოპოვებითი საწარმოები.

რიჩ მეტალს გრუპმა ოპერირება უკვე 2012 წლიდან დაიწყო. კომპანიამ მემკვიდრეობით მიიღო ისტორიული საწარმოს ტექნიკურად მოძველებული ბაზა და რთული ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა. არემჯიმ დაიწყო მუშაობა წიაღის სარესურსო ბაზის განახლებისთვის, გადაიარაღებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლისათვის.

კომპანიის მიზანი იყო შრომის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტების დამკვიდრება, 4200-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმებულის პროფესიული განვითარება, მსოფლიო სტანდარტების გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესის შექმნა.

არემჯი გოლდი

არემჯი გოლდი ოქროს შემცველი მეორადი კვარციტული მადნიდან გროვული გამოტუტვის მეთოდით ახდენს ძვირფასი ლითონების ამოკრეფას. ეს მეთოდი ძვირფასი ლითონების შემცველი მადნის გამდიდრების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მიღებული ტექნოლოგიაა, რომელიც გარემოზე მინიმალური ნეგატიური ზემოქმედებით და ეკონომიურობით გამოირჩევა.


არემჯი გოლდის გროვული გამოტუტვის საწარმოო ციკლი სამთომომპოვებელი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. წარმოების ეფექტიანობის ზრდას უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციის პერსონალი, თანამედროვე ტექნოლოგიები, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგი, უახლესი მოწყობილობა-დანადგარები და სათანადო ინფრასტრუქტურა.

არემჯი კოპერი

კომპანიის მადნეულის საბადო რთული საბადოების რიცხვს მიეკუთვნება. მადნიანი სხეულები წარმოდგენილია არაერთგვაროვანი ფორმით, რაც ართულებს მადნის მოპოვების პროცესს. ამასთან, სპილენძის მინერალების მრავალფეროვნება მადნის გადამუშავებისას ტექნოლოგიურ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. აღნიშნულის გამო, საბადო არაერთი საერთაშორისო კვლევისა და სამეცნიერო ნაშრომის საგანი გახდა. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით და კომპანიის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული სპილენძის გამამდიდრებელი ფაბრიკისა და სამთო ტექნიკური ბაზის განახლება და გადაიარაღება განხორციელდა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესის მდგრადი განვითარების საფუძველს წარმოადგენს.

არემჯი აურამაინი

არემჯი აურამაინის ბექთაქარის მაღარო მიწისქვეშა ტიპის, თანამედროვე ტექნოლოგიებით განხორციელებული სამთამადნო პროექტია. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში კომპანია მიწისქვეშა წესით მოპოვებული პოლიმეტალური მადნის გადამუშავებას არემჯი კოპერის გამამდიდრებელ ფაბრიკაში ახდენს. პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, ბექთაქარის საბადოს წიაღისეულის გადასამუშავებლად არემჯი კოპერის არსებული ფაბრიკა დამატებით, სპეციალურად შემუშავებული საპილოტე ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად აღიჭურვა. მიმდინარეობს მუშაობა სრულმასშტაბიანი ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკის პროექტზე.

კავკასიის სამთო ჯგუფი

რიჩ მეტალს გრუპის კომპანიათა შორის ერთ-ერთი პირველი შეიქმნა გეოლოგიური საძიებო კომპანია კავკასიის სამთო ჯგუფი, რომელსაც სალიცენზიო ტერიტორიებზე დაძიების სამუშაოების წარმოებისათვის 40 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოსაწყობად. ამ მასშტაბის გეოლოგიური საძიებო კომპანიის არსებობა საქართველოში საზოგადოდ გეოლოგიური დარგის განვითარებისათვის უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენს. გეოლოგიური ძიება მუდმივი პროცესია. მეცნიერება, რომელიც დედამიწის ძიებისა და კვლევის უძველესი დარგია, თავისთავად, ბუნების დაცვასა და მზრუნველობასაც მოიცავს.