გარემოსდაცვითი მონიტორინგის რუკა
დასახლებული პუნქტი
სატუმბი სადგური
ჰაერის გაზომვის პუნქტი
ბიომრავალფეროვნების არეალი
ბიოლოგიური გამწმენდი
ქიმიური გამწმენდი
ზედაპირული წყლის სინჯის წერტილი
ნიადაგის მონიტორინგის არეალი
ჩამდინარე წყალი (ზდჩ)
გრუნტის წყლის სინჯის ჭაბურღილი
იხტიოფაუნის მონიტორინგის წერტილი
მდინარე
RMG Gold | RMG Copper
RMG Auramine
მონიტორინგის ანგარიშები მომზადებულია არემჯის გარემოს დაცვის დეპარტამენტის მიერ და მოიცავს ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული მეთოდით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს, გარემოს კომპონენტების – ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის შესახებ.
მონიტორინგის ღონისძიებები განხორციელებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული გარემოსდაცვითი მონიტორინგის (თვითმონიტორინგის) გეგმების შესაბამისად, რომლებიც შემუშავებულია სს RMG Copper-ის და შპს RMG Gold-ის მიერ.
მონიტორინგის ჩატარების მეთოდები და გამოყენებული საშუალებები
წყალი
ზემოქმედების წყაროების გათვალისწინებით, ზედაპირულ და მიწისქვეშა (გრუნტის) წყლებზე შეჩეული წერტლებიდან წყლის სინჯების პერიოდული კვლევა ხორციელდება კომპანიის გარემოსდაცვითი ლაბორატორიის მიერ, ასევე საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელ (აკრედიტირებულ) ლაბორატორიაში – ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული მეთოდის გამოყენებით.
წყლის ნიმუშის კვლევა კომპანიის გარემოსდაცვით ლაბორატორიაში ხორციელდება სტაციონარულ აპარატურაზე, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი დაკალიბრების სერტიფიცირება. ლაბორატორიაში ხდება საანალიზო ნიმუშის პრეპარირება და მომზადება ქიმიური ანალიზისათვის და ლაბორატორიული კვლევა სპილენძის, რკინის, თუთიის, მანგანუმის და სულფატ იონის შემცველობაზე. ანალიზი ხორციელდება სპექტროფოტომეტრიის მეთოდით, ფირმა HACH-ის სპექტროფოტომეტრით. სტანდარტული მეთოდები დაცულია EPA-ს სტანდარტებით (USEPA) შემდეგი პროგრამებით: სპილენძი – Copper Bicinconinate Method, Method 8506 and Method 8026 (0.04 to 5.00 mg/l); რკინა – FerroVer Method 8008 (0.02 to 3.00 mg/l) ; თუთია – Zincon Method 8009 (0.01 to 2.00 mg/l); სულფატიონი – SulfatVer 4 Method 8009 (2.0 to 70.0 mg/l);
ატმოსფერული ჰაერი
ადგილობრივი რეცეპტორების და ზემოქმედების წყაროების გათვალისწინებით, სპეციალურად შერჩეულ პუნქტებზე მონიტორინგი მოიცავს ატმოსფერულ ჰაერში მტვრის, ციანწყალბადმჟავის (HCN) და წვის პროდუქტების (CO, NOx), მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაციების (მგ/მ3) ასევე ხმაურის დონის (დეციბელი) განსაზღრას ინსტრუმენტული მეთოდის გამოყენებით.
მტვრის გაზომვა ხორციელდება პორტატული აპარატით, რომელიც უზრუნველყოფს მტვრის ნაწილაკების ზუსტ რეალურ დროში გაზომვას, სხივის გაფანტვის პრინციპით და განსაზღვრავს ატმოსფეროში მტვრის კონცენტრაციას. მონიტორინგის პუნქტზე გაზომვა ხდება სამჯერადად, დროის 15-20 წუთიან ინტერვალებში და დგინდება საშუალო მონაცემი. მტვრის კონცენტრაციის გაზომვა ხორციელდება CASELLA CEL-712 პორტატული აპარატით, რომელიც უზრუნველყოფს მტვრის ნაწილაკების ზუსტ რეალურ დროში გაზომვას სხივის გაფანტვის პრინციპით და განსაზღვრავს ატმოსფეროში მტვრის მაქსიმალურ ერთჯერად კონცენტრაციას, ხოლო ხმაურის დონის სიდიდეების განსაზღვრისას გამოყენებულია ხმაურმზომი TESTO 816. ციანწყალბადმჟავის და წვის პროდუქტების კონცენრაცია იზომება Drager -X-am5600 და INDUSTRIAL SCIENTIFIC RADIUS BZI, VENTIS Pro Series პორტატული დეტექტორებით.
ნიადაგი
საწარმოო პროცესების შესაძლო ზეგავლენის შეფასების და ნიადაგის ხარისხზე დაკვირვებისთვის ნიადაგის მონიტორინგი ხორციელდება შპს RMG Gold-ის საყდრისის გროვული გამოტუტვის უბნის ზეგავლენის ზონაში ამისათვის შერჩეულ ტერიტორიებზე. ნიადაგის სინჯების აღება ხდება საწარმოს საზღვრებში და მის სიახლოვეს ერთგვაროვანი კატეგორიის მიწის ფართობებზე, მასში მჟავა-ტუტოვანი (PH) ბალანსის, ციანიდის და მძიმე მეტალების განსაზღვრის მიზნით.
ლაბორატორიული კვლევისათვის ნიმუშების აღება ხდება კონვერტისებრი მეთოდით: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკევეთებში, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებზე (გზის პერიმეტრები, ტერიტორიის ხრიოკი, მწირი ფართობები) და ტყის კორომებში. წერტილოვანი (სუბ-სინჯები) სახით, ნიადაგის ზედაპირიდან დაახლოებით 10-15 სმ სიღრმეზე აღებულ საკვლევ მასას შორდება ორგანული ფენა, ხდება შეფუთვა და ეტიკეტირება, ხოლო კვლევისთვის იგზავნება დამოუკიდებელ, აკრედიტირებულ ლაბორატორიაში 1 კგ. მოცულობით, ნიმუშში მძიმე მეტალების (სპილენძი, თუთია, რკინა, კადმიუმი, მანგანუმი, ტყვია) და ციანიდის შემცველობების განსაზღვის მიზნით.
გარდა ამისა, ამავე ტერიტორიებზე საველე პირობებში ნიადაგის ფენაში პორტატული გამზომი მაკონტროლებელი ხელსაწყოს BLUELAB Soil PH meter-ის მეშვეობით სისტემატიურად იზომება PH-ს პირველადი მონაცემი.
ზემოთ აღწერილი გარემოს კომპონენტებზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგების საველე მონაცემების დაფიქსირება ხდება აქტებში, ხოლო მონაცემთა აღრიცხვა, ანალიზი და სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება ხორციელდება შესაბამის ელექტრონულ მოდულებში (ცხრილებში). ქვემოთ წარმოდგენილია განხორციელებული მონიტორინგის ყოველთვიური ანგარიშები.