შესყიდვების პოლიტიკა
სს RMG Copper-ის, RMG Gold-ისა და შპს RMG Auramine-ის პოლიტიკას ხარისხის სფეროში წარმოადგენს წარმოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, კომპეტენტური და პროფესიონალი პერსონალის, დიდი გამოცდილების და მოპოვებული ნდობის საფუძველზე.
ხარისხის მენეჯმენტის სისტემა მიმართულია საშემსრულებლო დისციპლინის ამაღლებაზე, სამუშაოების შედეგებზე, პერსონალურ პასუხისმგებლობაზე, შესყიდვების პროცესის მოწესრიგებასა და ორგანიზებაზე.
ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ვრცელდება კომპანიის მიერ საქონლის/მომსახურების შესყიდვის უზრუნველყოფის პროცესზე. პროცესის ძირითადი მიზანია: შეუსაბამო ხარისხის პროდუქციის/მომსახურების შესყიდვის გამორიცხვა(შეწყვეტა), რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის მიერ მიწოდებული პროდუქციის და გაწეული მომსახურების ხარისხს.
პროცესი მოიცავს:
- შესყიდვების დაგეგმვას და ორგანიზებას
- შესყიდვების მეთოდებს და მათი შერჩევის წესს
- შესყიდვების მომწოდებლის არჩევას და შეფასებას
- შესყიდვების განხორციელებას
- შესყიდვების დოკუმენტირებას
- შესყიდული პროდუქციის შემოწმებას (შემავალი კონტროლი)
კომპანია ვალდებულებას იღებს გააუმჯობესოს თავისი ხმს-ის ეფექტურობა მონიტორინგის, ანალიზისა და შეფასების ინსტრუმენტების დანერგვითა და გამოყენებით, გაზომვადი მიზნებისა და ამოცანების დასახვით, ასევე, რისკებისა და შესაძლებლობების განსაზღვრითა და შეფასებით.
კომპანია ზრუნავს მის რეპუტაციაზე საზოგადოებაში, სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაზე და რეგიონში ეკონომიკურ განვითარებაზე. ზემოთ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კომპანია:
- იყენებს ხარისხის მენეჯმენტის სისტემას, რომელიც პასუხობს საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნებს;
- ითვალისწინებს ყველა დაინტერესებული მხარის მოთხოვნებსა და მოლოდინებს, როგორც საკანონმდებლო/აღმასრულებელი ორგანოების და კომპანიის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსაზღვრული სტანდარტების და რეგლამენტების გათვალისწინებით;
- ეფექტურად და ეფექტიანად ახორციელებს შესყიდვების პროცესს, თანმიმდევრულად და დროულად ასრულებს შესყიდვებთან დაკავშირებულ ქმედებებს;
- ნერგავს საჭირო ქმედებებს გაწეული საქმიანობის დოკუმენტირების, მონიტორინგის და შეფასების უზრუნველსაყოფად;
- უზრუნველყოფს შესყიდული საქონლის/მომსახურების ხარისხს და შესაბამისობას ყველა დაინტერესებული მხარის მოთხოვნებთან და საჭოროებიდან (სპეციფიკაციებთან);
- აქტიურად მისდევს ხარისხის გაუმჯებესების პოლიტიკას ისეთი აქტივობებით და პროგრამებით, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ თანამშრომელს სათანადოდ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები;
- გამორიცხავს საქმიანობის ნებისმიერ სახეს, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს კომპანიის დამოუკიდებლობასა და საქმიანობის მიუკერძოებლობაზე;
- კომპანიის უმაღლესი ხელმძღვანელობა ადგენს მიზნებს ხარისხის მისაღწევად და მუდმივად აანალიზებს ხარისხის მენეჯმენტის სისტემას მისი აქტუალობის უზრუნველსაყოფად.
კომპანიის ყველა თანამშრომელი მონაწილეობას იღებს დასახული ამოცანის შესრულებაში, იცის საკუთარი უფლებები და აცნობიერებს პირად პასუხისმგებლობას წარმოების განხორციელების პროცესში.