არემჯიმ 2026 წლის სტიპენდიატები გამოავლინა

დაბა კაზრეთში, კომპანიის სათავო ოფისში, არემჯის 2026 წლის სტიპენდიატების გამოვლენის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. წელს სასტიპენდიო კონკურსზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 150-მდე სტუდენტის განაცხადი იქნა მიღებული. გასაუბრების, აკადემიური მოსწრების დოკუმენტებისა და სამოტივაციო წერილების განხილვის შედეგად, სპეციალურმა კომისიამ 25 გამარჯვებული სტუდენტი გამოავლინა. წლის სტიპენდიატებს, სამახსოვრო სერტიფიკატები არემჯის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ გადასცა. მან სტუდენტებს […]
ალექსანდრე დევიძის მოხსენება Mining Forum 2026-ზე

არემჯის დირექტორის მოადგილემ გარემოს დაცვის საკითხებში ალექსანდრე დევიძემ, კომპანიაზე მოხსენება წარადგინა გერმანიის წამყვან სამთო ფორუმზე, სახელით Mining Forum 2026. ბერლინში, DMT Group-ის ორგანიზებითა და გერმანიის ეკონომიკური საკითხებისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს პატრონაჟით გამართულ ფორუმში 20-ზე მეტი ქვეყნის, 400-ზე მეტმა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა. 2026 წლის Mining Forum-ის ძირითადი თემა კრიტიკული მინერალებზე წვდომასა და სამთო ნედლეულის მდგრადი […]
რიჩ მეტალს გრუპის წევრი კომპანია „კავკასიის სამთო ჯგუფის“ განცხადება დარბაზის ხეობის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ

გაცნობებთ, რომ დარბაზის ხეობის ტერიტორიაზე შპს ,,კავკასიის სამთო ჯგუფი“ ახორციელებს გეოლოგიურ ძებნა-ძიებით სამუშაოებს, რომელთა მიზანია ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა. სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზია-ბრძანება #430 (ლიცენზია #10002889) ფარგლებში. კომპანიას ასევე აქვს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსგან აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყით სპეციალური სარგებლობის ნებართვაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობასთან დავამყაროთ სრულფასოვანი […]
ქვემო ქართლის მერების ვიზიტი არემჯიში

28 აპრილს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი არემჯიში კომპანიის გარემოსდაცვით საქმიანობას გაეცნენ. ვიზიტი არემჯის და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ერთობლივი ინიციატივით დაიგეგმა და მისი მიზანი იყო კომპანიის გარემოსდაცვითი საქმიანობის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული მხარეებისათვის. კომპანიის გარემოს […]
არემჯის მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, არემჯის მხარდაჭერით, ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა. ცენტრის საზეიმო გახსნას, საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის (Montanuniversität Leoben) დელეგაცია, სტუ-ის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, არემჯის მენეჯმენტი და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესწრებოდნენ. ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი იქნება ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს სტუ-სა და ლეობენის უნივერსიტეტს შორის […]
არემჯი ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმზე

2026 წლის 9 მარტს, მედია კომპანია The FINANCIAL-ის ორგანიზებით ყოველწლიური ბიზნეს ფორუმი „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა 2026“ გაიმართა. ღონისძიებაზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო მაგალითები დიპლომატიური კორპუსის, მძიმე მრეწველობის, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა გააზიარეს. ფორუმის სტუმრებს არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გრძელვადიანი სტრატეგია და პრიორიტეტები, კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა ზურაბ დევდარიანმა გააცნო. “ვფიქრობ […]
არემჯი დაბა კაზრეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციას განახორციელებს

არემჯის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით დაბა კაზრეთის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სახლის ორი სართულის, ჯამში 1 100 კვ. მეტრის ფართობის, ექსტერიერისა და ინტერიერის სრულ განახლებას, ასევე ეზოს მოპირკეთებას და ლანდშაფტის სამუშაოებს ითვალისწინებს. წინასწარ მომზადებული პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ხანგრძლივობა 1 წელია, ხოლო პროექტის ღირებულება 2 მილიონ […]
„დაკარგული ფოტოების ამბავი“

კომპანია „არემჯის“ და „ქართულ-გერმანული ღვინის სახლის“ მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული არქივის კინო თეატრში თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „დაკარგული ფოტოების ამბავი“ წინა საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე გასული საუკუნის 20-იან წლებში, ბოლნისში გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყო, რომლის სავარაუდო ავტორიც ამ დრომდე უცნობი ადგილობრივი ფოტოგრაფი ერვანდ ხანგულიანცია. 2025 წლის შემოდგომას თომა ჩაგელიშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მოგვითხრობს XIX-XX სს.-ის კატარინენფელდსა (ახლანდელი ბოლნისი) და თანამედროვე […]
არემჯიში სამთო წარმოების 50 წლის იუბილე აღნიშნეს და წარმატებული სამთოელები დააჯილდოვეს

არემჯიმ 17 დეკემბერს, ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თანამშრომლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სამთოელის პროფესიული დღე იზეიმა. წელს, 2024 და 2025 წლების წარმატებული სამთოელების დაჯილდოებასთან ერთად, კომპანიამ სამთო წარმოების 50 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიება წარმოების 50 წლის ისტორიის ჩვენებითა და დამსახურებული თანამშრომლების მოგონებებით გაიხსნა. 2024-2025 წლების გამორჩეული სამთოელები არემჯის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ დააჯილდოვა. მან შეაჯამა […]
ბოლნისის ღვინოებმა Orange Wine Festival-ში მიიღეს მონაწილეობა

არემჯის და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისის’’ წევრმა 8 მცირე მარანმა, 18 ნოემბერს, ავსტრიაში Orange Wine Festival-ში (ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალი) მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე 13 ქვეყნის 104 მარნის 350 დასახელების ღვინო იყო წარდგენილი. მათ შორის იყო 26 ქართული მარანი. ფესტივალზე ბოლნისურმა ღვინოემა დიდი მოწონება დაიმსახურეს, როგორც ღვინის საერთაშორისო ექსპერტებში, ასევე სხვა ქვეყნების მონაწილე მარნებსა […]