გეოლოგიის ინსტიტუტი 100 წლისაა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. არემჯის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ გეოლოგიის ინსტიტუტს 100 წლის იუბილე მიულოცა. მან ინსტიტუტის საუკუნოვან ისტორიაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მას დღემდე საკუთარი ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს მეცნიერების განვითარებაში. „ალექსანდრე ჯანელიძემ და მისმა თანამოაზრეებმა არა […]
არემჯის წარმომადგენლების ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

კომპანია არემჯის წარმომადგენლები გაეროს გლობალური შეთანხმების ევროპული ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მეათე ურთიერთსასწავლო შეხვედრაზე ლონდონში იმყოფებოდნენ. ღონისძიება ევროპული კორპორაციული მდგრადობის სათანადო შეფასების (due diligence) რეგულაციას შეეხებოდა და მასში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობენ. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში არემჯის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო პრაქტიკულ სწავლებებში და დაესწრნენ სემინარებს, რომელთაც ბიზნესისა […]
არემჯის ვიზიტი ლეობენის სამთო უნივერსიტეტსა და ერცბერგის საბადოზე

კომპანია არემჯის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. 3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა მონაწილეობა მიიღეს გაცნობით და სამუშაო შეხვედრებში. ქართულმა მხარემ ასევე მოინახულა ერცბერგის მოქმედი საბადო და გამამდიდრებელი ქარხანა. არემჯის დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ გენერალური დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში გიორგი ჩხეიძე, წარმოების დირექტორის მოადგილეები არჩილ ჯაყელი […]
არემჯიმ საზაფხულო სკოლა 2025-ის მონაწილეები დააჯილდოვა

არემჯის სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის, საზაფხულო სკოლის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. სტუდენტებმა შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართეს. ღონისძიების ბოლოს, მათ სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ. არემჯის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება კომპანიის თბილისის ოფისში გაიმართა. მას გენერალური დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში გიორგი ჩხეიძე უძღვებოდა. სტუდენტების პრეზენტაციები მოისმინეს და მათ დაჯილდოებაში მიიღეს მონაწილეობა სტუ-ის სამთო-გეოლოგიისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა […]
არემჯის მხარდაჭერით, რიგით მე-11 გეოლოგიის და სამთო საქმის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა.

საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტისა და ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ორგანიზებითა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, რიგით მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა” გაიმართა. საქართველოს წამყვანი სასწავლო უნივერსიტეტებისა (სტუ, თსუ, ილია უნი) და სამეცნიერო ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრებს შორის იყო არემჯის […]
არემჯის საზაფხულო სკოლა 2025

არემჯის სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, სტუდენტებმა აგვისტოში ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარეს. წელს საზაფხულო სკოლამ კომპანიის საწარმოებში სტუდენტების მე-7 ნაკადი მიიღო. მე-2 წელია პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც იღებენ მონაწილეობას. 15 შერჩეული კანდიდატიდან, რომლებიც ჟიურიმ წინასწარი გასაუბრების შედეგად შეარჩია, 13 სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, ხოლო 2 თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო […]
არემჯის 2025 წლის სტიპენდიატები გამოვლინდნენ

კომპანიის თბილისის ოფისში, არემჯის 2025 წლის სტიპენდიატები საზეიმოდ გამოვლინდნენ. წელს სასტიპენდიო კონკურსში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, არემჯის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ. რჩეულ 20 სტუდენტს, სამახსოვრო სერტიფიკატები არემჯის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და გენერალური დირექტორის მოადგილემ მალხაზ ნაცვლიშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის […]
არემჯი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე

5-6 ივნისს, ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებითა და კომპანია არემჯის მხარდაჭერით, „თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ფორუმმა ადგილობრივ და საერთაშორისო გამომსვლელებს, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს უმასპინძლა. პანელურ სესიაზე, რომელიც გარემოს დაცვასა და ეკოლოგიის საკითხებს ეძღვნებოდა, არემჯის დირექტორის მოადგილემ გარემოსდაცვით საკითხებში – სანდრო დევიძემ, პრეზენტაცია წარადგინა. მან კომპანიის მიერ განხორციელებული […]
ბოლნისში ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი 2025 გაიმართა

ბოლნისის გერმანული უბანში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა. ამ შინაარსის ღვინის ფესტივალი საქართველოში მესამედ ტარდება და ის ტრადიციულად სლოგანს – ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი ეხმიანება. ღვინის ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-მდე მეღვინეობა იყო წარმოდგენილი. მონაწილეებს შორის იყვნენ, როგორც მსხვილი მწარმოებლები, ასევე მცირე და საშუალო მარნები, საოჯახო მეღვინეობები – ყველა ვინც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს […]
ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი საქართველოში

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი პიტერ მოზერი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის დამეგობრებას წინ უძღოდა 2019 წელს, სამთო-მომპოვებელ კომპანია არემჯისა და ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელმაც კერძო კომპანიას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის სამთო უნივერსიტეტს […]