არემჯის მხარდაჭერით ყოველწლიურმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მე-10 ღონისძიებას უმასპინძლა.

27-28 სექტემბერს, არემჯის მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოლოგიისა და სამთო საქმის მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“ გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი და ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი არიან. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანია მდგრადად აგრძელებს იმ კონფერენციის მხარდაჭერას, რომელიც ყოველწლიურად […]
არემჯის საზაფხულო სკოლა 2024

არემჯის საზაფხულო სკოლაში ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სტუდენტების მე-6 ნაკადმა გაიარა. პროექტის საზეიმო დახურვაზე, რომელიც დაბა კაზრეთში არემჯის სათაო ოფისში გაიმართა საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა მოწვეულ სტუმრებს, შემაჯამებელი პრეზენტაციები წარუდგინეს. წელს პირველად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ. პროექტის მსვლელობის დროს, სტუდენტები თავიანთი პროფესიებისა და ინტერესების შესაბამისად გადანაწილებულები იყვნენ ისეთ მიმართულებებზე, […]
არემჯის საზაფხულო სკოლა 2024

არემჯის ერთთვიანი პრაქტიკული პროგრამა საზაფხულო სკოლა აგვისტოში სტუდენტების მე-6 ნაკადს მიიღებს. ორკვირიანი შესარჩევი ეტაპის შემდეგ, არემჯის 2024 წლის საზაფხულო სკოლის მონაწილეები გამოვლინდნენ. წელს პირველად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან. 26 შერჩეული კანდიდატიდან, რომლებიც ჟიურიმ მაღალი აკადემიური მოსწრებითა და მოტივაციით გამოარჩია, 19 სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, ხოლო 7 თსუ-ის ზუსტი და […]
„დიდგორელის“ მორიგი გამარჯვებულები გამოვლინდა

ისტორიის კონკურსში, რომელიც 2019 წლიდან არემჯის მხარდაჭერით იმართება მხოლოდ ქვემო ქართლის მასშტაბით, 2000-ზე მეტ ახალგაზრდას აქვს მონაწილეობა მიღებული. საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიებას უმასპინძლა. ამჯერად ღონისძიებაზე თეთრიწყაროსა და ახალციხის მუნიციპალიტეტების გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი. 2024 წლის ახალციხის დიდგორელი #5 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ ქომოშვილი გახდა, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საუკეთესო შედეგი […]
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მოწვევა

რიჩ მეტალს გრუპის კომპანიების: შპს მაინინგ ინვესთმენთსის, სს არ ემ ჯი კოპერის, შპს არ ემ ჯი გოლდის, შპს კავკასიის სამთო ჯგუფის, შპს არ ემ ჯი აურამაინის, შპს ჯორჯიან გოლდ კომპანისა და სს ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, საბჭოს წევრებს გაცნობებთ, რომ 2024 წლის 10 ივლისს, 12:00 საათზე, მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #1 […]
ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ წარმატებით დასრულდა

მარნეულში ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ დასკვნითი, გალა-კონცერტი გაიმართა. პროექტის ოფიციალური სპონსორი იყო არემჯი. კონკურს-ფესტივალი მიზნად ისახავს ტრადიციული სიმღერის პოპულარიზაციას ქართველ და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში. „სხვა საქართველო სად არის“ უკვე მე-8 წელია იმართება. წლევანდელი კონკურსის შესარჩევი ეტაპები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ჟანრში წარმოდგენილი […]
ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი 2024

ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართა. კომპანია არემჯის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით, ღონისძიებას ოქროსფერი ღვინის ქალაქმა მეორედ უმასპინძლა. „გვიხარია, რომ ძალიან დიდი ჩართულობაა, მაღალია ინტერესი როგორც მეღვინეების, ასევე ფესტივალზე ჩამოსული სტუმრების მხრიდან. ჩვენ 7 წლის წინ ავიღეთ პასუხისმგებლობა ბოლნისური მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობაზე. სწორედ ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია […]
არემჯის ჟენევის უნივერსიტეტიდან სტუმრობდნენ

არემჯის ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, რობერტ მორიცი, და ამავე უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერი, შაფაკ სონმეზი სტუმრობდნენ. კომპანიის წამყვან სპეციალისტებთან ერთად, სტუმრებმა მოინახულეს კომპანიის საბადოები, ჩაატარეს საველე სამუშაოები და აიღეს სამეცნიერო კვლევისათვის საჭირო ნიმუშები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო სემინარიც, რომელსაც არემჯი ჯგუფის გეოლოგიური დეპარტამენტის თანამშრომლები და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან მოწვეული სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ. არემჯი უკვე მრავალი წელია […]
გაიცანი სამთო-გეოლოგიური პროფესიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კომპანია არემჯის თანამშრომლობის ფარგლებში, სამთო-გეოლოგიურმა ფაკულტეტმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტი წამოიწყო. პროექტი უმაღლესი განათლებისა და პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც უწყვეტი განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. „გაიცანი სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი“ – ამ მიზნით ფაკულტეტმა, დაბა კაზრეთის #1 და #2 საჯარო სკოლების მე-12 კლასელებს უმასპინძლა. შემეცნებითი ტურის ფარგლებში ორივე სკოლის […]
არემჯი აგრძელებს ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამას

ბოლნისში, ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ხელი მოეწერა შეთანხმებას კომპანია არემჯის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისს“ შორის, რომელიც ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციის და ადგილობრივი მეღვინეების მხარდაჭერის საკითხში მხარეების შემდგომ საქმიანობას შეეხება. შეთანხმება მხარეებს შორის 2018 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაგრძელებაა და 6 წლის წინ დაწყებული თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლას ითვალისწინებს. მემორანდუმის ხელის მომწერი მხარეებისა და […]