„მე დავრგე ხე“ – არემჯის ტერიტორიაზე არსებული სანაყაროების რეკულტივაცია

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, პარლამენტის წევრებთან და სტაჟიორებთან ერთად, არემჯის საწარმოო ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.  მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს არემჯისა და საზოგადოებრივ გაერთიანება “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” ორგანიზებულ მასშტაბურ გამწვანების კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც, უკვე მე-3 წელია მადნეულის კარიერის ფუჭი ქანების სანაყაროზე ხეები ირგვება. „საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ჩვენმა სტაჟიორებმა […]

ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი 2026

31 მაისს, კომპანია არემჯის ორგანიზებით და მხარდაჭერით ბოლნისის გერმანულ უბანში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა.  ამ შინაარსის ღვინის ფესტივალი საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება და ის დაცული ადგილწარმოშობის ღვინის პოპულარიზაციასთან ერთად,  ქართული ღვინის რუკაზე, ბოლნისის – როგორც ოქროსფერი ღვინის ქალაქის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.  „არემჯი 2018 წლიდან ხელს უწყობს ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებას.4 წლის წინ გავხდით თანადამფუძნებლები ბოლნისის ღვინის ფესტივალის, წელს […]

არემჯი ჯგუფის განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გადაცემა „ღია სივრცეში“ გასულ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით არაერთი გადაუმოწმებელი, ცალმხრივი და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული ბრალდების გაჟღერებას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი თემების განხილვა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, ობიექტურობასა და ფაქტებზე დაფუძნებულ მსჯელობას საჭიროებს, რადგან საქმე ეხება როგორც ათასობით დასაქმებულსა და მათ ოჯახებს, ისე მთლიანად რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. არემჯი  ჯგუფი ათწლეულებია […]

რიჩ მეტალს გრუპის წევრი კომპანია „კავკასიის სამთო ჯგუფის“ განცხადება დარბაზის ხეობის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ

გაცნობებთ, რომ დარბაზის ხეობის ტერიტორიაზე შპს ,,კავკასიის სამთო ჯგუფი“ ახორციელებს გეოლოგიურ ძებნა-ძიებით სამუშაოებს, რომელთა მიზანია ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა. სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სსიპ მინერალური  რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზია-ბრძანება #430 (ლიცენზია #10002889) ფარგლებში. კომპანიას ასევე აქვს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსგან აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყით სპეციალური სარგებლობის ნებართვაც.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობასთან დავამყაროთ სრულფასოვანი […]

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მოწვევა

რიჩ მეტალს გრუპის კომპანიების: შპს მაინინგ ინვესთმენთსის, სს არ ემ ჯი კოპერის, შპს არ ემ ჯი გოლდის, შპს კავკასიის სამთო ჯგუფის, შპს არ ემ ჯი აურამაინის, შპს ჯორჯიან გოლდ კომპანისა და სს ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, საბჭოს წევრებს გაცნობებთ, რომ 2024 წლის 10 ივლისს, 12:00 საათზე, მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #1 […]

არემჯის სტიპენდია დიდგორელის კიდევ ერთ გამარჯვებულს გადაეცა

ბოლნისში ქართულ-გერმანულმა ღვინის სახლმა „დიდგორელის“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიებაზე გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული, მონაწილეებს კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ისტორიის კონკურსი „დიდგორელი“ სასკოლო ასაკის მოსწავლეების კონკურსია, რომელიც 2019 წელს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში დაიწყო და ამ დრომდე 10-მდე სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა. პროექტი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაინტერესებას საქართველოს ისტორიით და მათი ცოდნის გაღრმავებას. „დიდგორელის“ […]

საზაფხულო სკოლა დასრულდა

არემჯის ერთთვიანი პრაქტიკული პროგრამა სტუდენტების მე-5 ნაკადმა წარმატებით გაიარა. „საზაფხულო სკოლა“ არემჯის ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს საზაფხულო არდადეგების პერიოდში დაბა კაზრეთში, კომპანიის საწარმოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში თავიანთი პროფესიებისა და ინტერესის შესაბამისად გადანაწილებულები იყვნენ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: გეოლოგია, ბურღვის ტექნოლოგიები, წიაღისეულის გადამუშავება, მარკშეიდერია, გეოტექნიკა და სამთო ტექნოლოგიები.  “უკვე […]