„მე დავრგე ხე“ – არემჯის ტერიტორიაზე არსებული სანაყაროების რეკულტივაცია

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, პარლამენტის წევრებთან და სტაჟიორებთან ერთად, არემჯის საწარმოო ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.  მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს არემჯისა და საზოგადოებრივ გაერთიანება “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” ორგანიზებულ მასშტაბურ გამწვანების კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც, უკვე მე-3 წელია მადნეულის კარიერის ფუჭი ქანების სანაყაროზე ხეები ირგვება. „საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ჩვენმა სტაჟიორებმა […]

ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი 2026

31 მაისს, კომპანია არემჯის ორგანიზებით და მხარდაჭერით ბოლნისის გერმანულ უბანში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა.  ამ შინაარსის ღვინის ფესტივალი საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება და ის დაცული ადგილწარმოშობის ღვინის პოპულარიზაციასთან ერთად,  ქართული ღვინის რუკაზე, ბოლნისის – როგორც ოქროსფერი ღვინის ქალაქის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.  „არემჯი 2018 წლიდან ხელს უწყობს ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებას.4 წლის წინ გავხდით თანადამფუძნებლები ბოლნისის ღვინის ფესტივალის, წელს […]

არემჯი ჯგუფის განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გადაცემა „ღია სივრცეში“ გასულ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით არაერთი გადაუმოწმებელი, ცალმხრივი და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული ბრალდების გაჟღერებას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი თემების განხილვა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, ობიექტურობასა და ფაქტებზე დაფუძნებულ მსჯელობას საჭიროებს, რადგან საქმე ეხება როგორც ათასობით დასაქმებულსა და მათ ოჯახებს, ისე მთლიანად რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. არემჯი  ჯგუფი ათწლეულებია […]

ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი 2023

17 ივნისს, ქ. ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებას სლოგანი – ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი აერთიანებდა. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების (PDO) ღვინის ფესტივალი საქართველოში პირველად ჩატარდა. დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ღვინის მახასიათებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანიშნებელია, რომელიც ამ ნიშნით აღიარებულ ღვინოებს სხვა ღვინოებისგან უპირატესად წარმოაჩენს. ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ […]

არემჯის და თსუ-ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არემჯის და თსუ-ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა,  აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ 19 ივნისს მოაწერეს. აღნიშნული მემორანდუმი მხარეებს შორის მრავალმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს და მისი მიზანია: სტაჟირების, პრაქტიკის, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში სტუდენტთა ხელშეწყობა, სასწავლო პროგრამების მოდიფიცირებაში კომპანიის […]

არემჯიმ სტუ-ს ლაბორატორიული ინვენტარი გადასცა

არემჯიმ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს  საველე და ლაბორატორიული სამუშაოებისთვის ინვენტარი გადასცა. 12 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს არემჯისგან საველე და ლაბორატორიული სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცა. სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფის მიზნით, არემჯი რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული სტუ-ს ინფრასტრუქტურული განახლების პროცესში. „გარდა სტუდენტთა პროფესიული განვითარების პროგრამებისა, ჩვენთვის პრიორიტეტია უნივერსიტეტის ლაბორატორიების თანამედროვე […]

სამთო მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის წევრების ვიზიტი არემჯიში

არემჯიმ საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიისა და მსოფლიოს სამთო მეცნიერებათა აკადემიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი სამთო მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის უმაღლესი საბჭოს სხდომებს მასპინძლობდა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები არემჯის საწარმოსაც ესტუმრნენ. – 29 აპრილს არემჯიმ საქართველოსა და მსოფლიოს სამთო მეცნიერებათა აკადემიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. 27-30 აპრილს გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი სამთო მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის უმაღლესი საბჭოს სხდომებს […]

არემჯის სტიპენდიატები 2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) არემჯის 2023 წლის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული სტუდენტები გამოვლინდნენ. პროგრამა, რომელსაც კომპანია მე-5 წელია ახორციელებს, წარჩინებული სტუდენტების ერთწლიან სტიპენდიებს ითვალისწინებს. წელს, ტექნიკური უნივერსიტეტის 25-მა სტუდენტმა მიიღო სტიპენდია. – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არემჯის სასტიპენდიო პროგრამის რჩეული სტუდენტები გამოვლინდნენ, რომელთაც კომპანიისგან ერთწლიანი სტიპენდია გადაეცემათ. წელს არემჯის სასტიპენდიო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიებისა […]

არემჯიმ სამთოელის დღე აღნიშნა

17 დეკემბერს კომპანია არემჯიმ სამთოელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გამართა. უკვე მე-4 წელია, რაც კომპანიაში მივიწყებული ტრადიცია აღდგა და  4000-ზე მეტ  დასაქმებულთან ერთად, ყოველწლიურად ამ დღეს პროფესიული დღესასწაული –  სამთოელის დღე აღინიშნება. თეატრში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე კომპანიის მენეჯმენტმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად წლის 7 საუკეთესო თანამშრომელი გამოავლინა და მათ წლის სამთოელის საპატიო ჯილდო გადასცა. ღონისძიებაზე კომპანიის […]

არემჯი – „პარტნიორობის ფორუმი 2022“-ის მთავარი პარტნიორი

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ „პარტნიორობის ფორუმში“, არემჯიმ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ოფიციალური წევრის და ფორუმის მთავარი პარტნიორის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ფორუმის პირველ ნაწილში, საკუთარი საქმიანობის და პროექტების შესახებ პრეზენტაციები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გამართეს. ღონისძიების მეორე ნაწილი კი ნეთვორქინგს და იდეების წარდგენის სივრცეებში კერძო და სამოქალაქო […]