არემჯის მხარდაჭერით სამთო საქმისა და გეოლოგიის მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის, ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. 20-21 ოქტომბერს, ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში საკუთარი მოხსენებით 26 სპიკერი წარსდგა. განსახილველ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალურ პრობლემების შეფასებას და გადაწყვეტის გზებს, მინერალური რესურსების […]
არემჯიმ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ „დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში „დასაქმების ფორუმი – 2022” გაიმართა. 60-მდე ქართული კომპანიასთან ერთად, სტუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სამთო-მომპოვებელი სექტორის ლიდერმა არემჯიმ, სხვადასხვა პროფესიული და სტაჟირების პროგრამები შესთავაზა. “არემჯი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია თანამშრომლობენ. განსაკუთრებით გაძლიერდა ეს პარტნიორობა ბოლო 4-5 წელია. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, როგორც უნივერსიტეტთან, ასევე სტუდენტებთან, ყოველწლიურად ვთავაზობთ მათ სხვადასხვა […]
არემჯის საზაფხულო სკოლა 2022

კაზრეთში არემჯის ცენტრალურ ოფისში, სტუდენტების მხარდამჭერი პროექტის „არემჯის საზაფხულო სკოლის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი წელს მე-4-ედ ჩატარდა და მის ფარგლებში კომპანიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 21 სტუდენტს უმასპინძლა. ზაფხულის დასაწყისში, გასაუბრების შედეგად შერჩეულმა პროექტის მონაწილეებმა, აგვისტოში არემჯის საწარმოებში ერთთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარეს. ისინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩეული აკადემიური პროგრამების საფუძველზე, შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდნენ: შრომის […]
ისტორიის კონკურს “დიდგორელის” მცხეთის გამარჯვებული არემჯის სტიპენდიატი გახდა

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ მცხეთის მუნიციპალიტეტის ფინალისტების დაჯილდოება გაიმართა. რიგით მე-9 მუნიციპალიტეტის გამარჯვებული და არემჯის 6 თვიანი სტიპენდიის მფლობელი, მცხეთის საჯარო სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მაღალდაძე გახდა. ,,ჩემთვის დიდგორელის პროექტში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. პროექტ ,,დიდგორელის“ მონაწილეობა ძალიან შემეცნებითი იყო. მონაწილეებმა არაერთი წიგნი წავიკითხეთ და ისტორიული მასალა დავამუშავეთ. მოხარული ვარ, რომ […]
არემჯიმ Green Business Forum 2022-ზე კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

სასტუმრო ,,ჰილტონმა’’ მედია ჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებულ Green Business Forum 2022-ს უმასპინძლა რომელზეც კომპანიებმა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. Green Business Forum არის პრეზენტაციების ღონისძიება, რომლის მიზანია წარმოაჩინოს კომპანიების გარემოსდაცვითი პოლიტიკა და განიხილოს საქართველოს პერსპექტივები მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით. ღონისძიებაზე მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე, […]
,,ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი’’

მეღვინეთა გაერთიანება “ღვინო ბოლნისის” ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია არემჯის მხარდაჭერით, ბოლნისის მუზეუმში ბოლნისური ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე „ქართული ღვინის გილდიის“ მიერ, OIV-ის საერთაშორისო სტანდარტით, შეფასებული 15 ბოლნისური მარნის, 38 საუკეთესო ღვინო იყო წარმოდგენილი. ,,ბოლნისი არის მეღვინეობის უძველესი რეგიონი და ქალაქი, რაც ბევრმა არ იცის. გაერთიანების დაფუძნების დღიდან, ჩვენ აქტიურად ვცდილობთ გავაცნოთ საზოგადოებას ბოლნისის […]
არემჯის, „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესის ეროვნული ჯილდო – რეგიონში დასაქმების ხელშეწყობისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის 22-ე დაჯილდოებაზე ტრადიციულად, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. წელს ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელი კომპანია არემჯი გახდა. ბიზნეს რეიტინგის საზეიმო ცერემონიალზე კომპანიას ორ მთავარ ნომინაციაში: რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელი და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა. ასევე კომპანიას გადაეცა, გარდამავალი ჯილდო, მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის. წელს უკვე მეორედ, არემჯი ფარული კენჭისყრის შედეგად მედიის […]
გარემოს დაცვის მინისტრი არემჯის გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში შესრულებულ პროექტებს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან და კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, კაზრეთში არემჯის გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც 2018 წლიდან გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრების […]
არემჯის მხარდაჭერით, დაბა კაზრეთის საჯარო სკოლებში პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიმდინარეობს

კაზრეთის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, არემჯის მხარდაჭერით, სკოლებში გახსნილ დებატკლუბებში საჯარო დებატებისთვის ინტენსიურ სამზადისს გადიან. პროექტი, რომელიც საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა და გუდავაძე–პატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება, მიზნად ისახავს კაზრეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებში სადებატო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ, კაზრეთის სკოლის მოსწავლეები შეაჯამებენ დებატკლუბების მუშაობას და ქვემო ქართლის სახელით ნაციონალურ ტურნირში მიიღებენ […]
არემჯიმ CSR FORUM 2022-ზე კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

სასტუმრო მერიოტმა მედია ჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებული CSR FORUM 2022-ს უმასპინძლა, რომელზეც ბიზნესლიდერებმა წელს არსებულ გამოწვევებზე და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს. რიგით მე-7 ფორუმზე, კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა საზოგადოებას მიმდინარე CSR პროექტები წარუდგინა, რომელთაც კომპანია ადგილობრივების მხარდასაჭერად ახორციელებს. ,,ვფიქრობ რომ CSR FORUM ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების […]