არემჯის მხარდაჭერით, პატარა ყოჩების სარაგბო გუნდი მონაკოში გაემგზავრება

სარაგბო კლუბ „ყოჩების“ 12 წლამდელთა გუნდი, მონაკოს პრინცესა შარლენის ფონდის ორგანიზებით 4-8 მაისს მონაკოში დაგეგმილ სარაგბო ფესტივალზე მიემგზავრება. არემჯის მხარდაჭერით პატარა ყოჩების გუნდი მონაკოში, ერთ-ერთ მასშტაბურ – წმინდა დევოტას სახელობის რაგბის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველოს სახელით იასპარაზებს. საიუბილეო რიგით მეათე თასზე მონაწილეობას, ყოჩების გუნდი 15 კაციანი შემადგენლობით, მათ შორის 4 ბოლნისელი მორაგბით მიიღებს. ,,ბავშვებისთვის, […]
სოციალური პასუხისმგებლობა, რომლითაც არემჯი ბოლნისელი მცირე მეწარმეების განვითარებას უწყობს ხელს

კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას არემჯის საქმიანობაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. კომპანია ცდილობს სხვადასხვა მიმართულებით შექმნას სარგებელი და ამგვარად, ბოლნისის განვითარებას შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი პირველი წამოწყება წარმატებული მოსწავლეებისა და სტუდენტების მხარდაჭერა იყო, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს განათლების მიღებაში უწყობდნენ ხელს. შემდეგ, არემჯი, ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის აქტიური პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივ მარნებთან დაიწყო თანამშრომლობა. ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ინიციატივა კი, ბოლნისში მცირე ბიზნესის განვითარებაა, […]
არემჯის საერთაშორისო ჯილდო – Leader of the Year დასაქმებულთა რაოდენობის კრიტერიუმით მიენიჭა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის დაჯილდოების რიგით მე-12 ცერემონიაზე, კომპანია არემჯის საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year უკვე მესამედ გადაეცა. კომპანიას ლიდერის სტატუსი, ობიექტურ რანჟირებაზე დაყრდნობით ამჯერად დასაქმებულთა რაოდენობის კრიტერიუმით მიენიჭა. “ჩვენმა კომპანიამ უკვე მესამედ აიღო ეს ჯილდო. მიუხედავად ორი რთული, პანდემიური წლისა მოვახერხეთ და შევქმენით 740 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ვფიქრობთ […]
არემჯი მოფარიკავე სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა

არემჯი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სპორტის სხვადასხვა სახეობის და ინდივიდუალური სპორტსმენების მხარდაჭერას აგრძელებს. კომპანიამ მიმდინარე კვირას ოფიციალური სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძესთან, რომელიც ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგში #4 ადგილს იკავებს. სანდრო ბაზაძის სპორტული წარმატების მაგალითმა და წლის დასაწყისში თბილისში მაღალ დონეზე ორგანიზებულმა მსოფლიო თასმა კომპანია სპორტის ამ სახეობით დააინტერესა. „ფარიკაობა ჩვენთვის ახალი მიმართულებაა. […]
არემჯის მხარდაჭერით ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი გაიმართა

მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით, კომპანია არემჯისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმზე, ღვინო ბოლნისის დამფუძნებელმა გურამ ავქოფაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას 2018 წელს მხარეებს შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში დღემდე განხორციელებული აქტივობების და ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებაზე საუბარი იყო მარტში პოლონეთში, ქალაქ კატოვიცაში გამართულ ბოლნისური ღვინოების გამოფენა-დეგუსტაციაზეც, რომელზეც 25 მცირე ტიპის […]
არემჯი ჩემპიონების მხარდაჭერას აგრძელებს

კომპანია არემჯი აგრძელებს წარმატებული ძიუდოისტების ლაშა შავდათუაშვილის, ვაჟა მარგველაშვილის და ბექა ღვინიაშვილის მხარდაჭერას. კომპანიის თბილისის ოფისში, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებთან სასპონსორო ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი, რომელიც არემჯის მიერ აღნიშნული სპორტსმენების ინდივიდუალურ მხარდაჭერას და მათი საქმიანობის გრძელვადიან ხელშეწყობას ითვალისწინებს. ,,უკვე წლებია არემჯი აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას. მხარში ვუდგავართ, როგორც დამწყებ ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს, […]
არემჯი ჯგუფი უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერას აგრძელებს

არემჯი ჯგუფი აგრძელებს უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერას. ჯგუფში შემავალი კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები სოლიდარობისა და დახმარების სხვადასხვა აქტივობებში. ამ მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში კომპანიის თანამშრომლებმა კაზრეთში, ბოლნისსა და თბილისში პირველადი საჭიროების ნივთების შეგროვება დაიწყეს. დღეს, „არემჯის“ სახელით, აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში გასაგზავნად გადაეცა ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე უკრაინის დახმარების პუნქტს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლების მიერ […]
არემჯი აურამაინს შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამადასტურებელი ISO სერთიფიკატი მიენიჭა

არემჯი ჯგუფში შემავალმა კომპანია არემჯი აურამაინმა, ISO 45001 სერთიფიკატი მოიპოვა, რომელიც კომპანიაში, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტის დამადასტურებელია. ISO 45001 სერტიფიკატი, მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს და მიზნად ისახავს კომპანიაში უსაფრთხო და მისაღები სამუშაო ადგილების შექმნას, სამუშაოსთან დაკავშირებული ტრავმების და ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან აცილებას და ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის უზრუნველყოფის დარგში, მისი […]
არემჯის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს ამერიკელი ექსპერტი ეწვია

ბოლნისში, არემჯის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეძენილ ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის ამერიკელი ექსპერტი მერი კეი ჯუდი ეწვია. მერი კეი ჯუდიმ, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობისა და არქიტექტურული ძეგლების კონსერვაცია-რესტავრაციის შეფასება-ექსპერტიზას, ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ჩატარებულ სარესტავრაციო სამუშაოებს მაღალი შეფასება მისცა. „მინახავს ქართული კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ძეგლი, თუმცა ამ დრომდე […]
არემჯის მხარდაჭერით დიდგორელის მონაწილეებმა უცნობი ბოლნისის თემაზე შემეცნებითი მინი ფილმები გადაიღეს

საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ მონაწილეებმა გოეთეს ინსტიტუტში უცნობი ბოლნისის თემაზე შექმნილი მინი ფილმების პრეზენტაცია გამართეს. „უცნობი ბოლნისი“ – „დიდგორელის“ კიდევ ერთი შემეცნებითი კომპონენტია, რომელიც სასკოლო კონკურსში ჩართული ახალგაზრდების მიერ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტებისა თუ ძეგლების შესახებ ვიდეოების სერიის მომზადებას ითვალისწინებს. „დიდგორელის“ ავტორი, ისტორიკოსი ლევან ჟვანია, პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს პროექტისთვის მოძიებული მასალების შესახებ ესაუბრა და არაერთი […]