Search
Close this search box.
Search
Close this search box.

არემჯი – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა 2020

  • ინფრას­ტრუქ­ტუ­რა კაზ­რეთ­ში – 2020 წელს კაზ­რეთ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და 15 000 კვ.მ გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, გან­ხორ­ცი­ელ­და 6 სკვე­რის კე­თილ­მო­წყო­ბა, კაზ­რე­თის და სო­ფელ ბა­ლი­ჭის სა­ბავ­შო ბა­ღებ­ში და­მონ­ტაჟ­და ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი.
  • სპორ­ტი – 2020 წლი­დან არემ­ჯი ძი­უ­დო­ში ოლიმ­პი­უ­რი და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბის ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის, ბექა ღვი­ნი­აშ­ვი­ლის და ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რია. კომ­პა­ნი­ას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი მი­უ­ძღვის რაგ­ბის და ფეხ­ბურ­თის მხარ­და­ჭე­რა­შიც. არემ­ჯი სა­რაგ­ბო კლუბ ყო­ჩე­ბის და ბოლ­ნი­სის სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ სი­ო­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია. კომ­პა­ნია წლე­ბია ყო­ველ­თვი­უ­რად აფი­ნან­სებს თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბის, ჭა­ბუკ­თა ფეხ­ბურ­თის, რაგ­ბის, მკლავ­ჭი­დის, შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბი­სა და ჭად­რა­კის კლუ­ბებს რო­გორც ბოლ­ნი­სი­სა და დმა­ნი­სის, ისე თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, სა­დაც 1000-მდე ახალ­გაზ­რდა სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბას ეუფ­ლე­ბა.
  • თა­ნამ­შრო­მელ­თა მხარ­და­ჭე­რა – აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით კომ­პა­ნია მრა­ვალ აქ­ტი­ვო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს: მათ შო­რის თა­ნამ­შრო­მელ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვა/მო­ნი­ტო­რინ­გი, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, უფა­სო კვე­ბა. მი­მარ­თუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში 2020 წელს არა­ერ­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სამ­თო­ე­ლის დღე, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლის მქო­ნე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჯილ­დოვ­დე­ბი­ან და და­ის­ვე­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ­ლის ფარ­გლებ­შიც 500-მდე თა­ნამ­შრო­მელ­მა და მათ­მა ოჯა­ხის წევ­რმა და­ის­ვე­ნა.
  • ღვი­ნო ბოლ­ნი­სი – ად­გი­ლობ­რივ­მა მეღ­ვი­ნე/მე­ვე­ნა­ხე­ებ­მა უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცია – ღვი­ნის ქვევრში და­ყე­ნე­ბის კულ­ტუ­რა აღად­გი­ნეს და ბოლ­ნუ­რი ღვი­ნის სა­ხე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რე­თაც გა­ი­ტა­ნეს. არემ­ჯის­გან მი­ღე­ბუ­ლი ყო­ველ­წლი­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბის ფარ­გლებ­ში ხდე­ბა მეღ­ვი­ნე­ე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, მათი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის სა­ზღვრებს გა­რეთ სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ზე ბოლ­ნუ­რი ღვი­ნის წარ­დგე­ნა. 2020 წელს, პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად მეღ­ვი­ნე­ებ­მა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით 26 000 ბოთ­ლი ღვი­ნო ჩა­მო­ას­ხეს.
  • კულ­ტუ­რა – არემ­ჯი რე­გი­ონ­ში სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ან­სამ­ბლე­ბი­სა და სას­წავ­ლო წრე­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია. ად­გი­ლობ­რივ მო­ზარ­დებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, უფა­სოდ შე­ის­წავ­ლონ ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა და მხატ­ვრო­ბა. კომ­პა­ნია არემ­ჯის მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სტუ­დი­ებ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 700-ზე მეტი მოს­წავ­ლე სწავ­ლობს.
  • ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვა – პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­სა და ტბებ­ში, იქთი­ო­ფა­უ­ნის ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ფარ­გის ასი­ა­თა­სო­ბით ლიფ­სი­ტა გა­ეშ­ვა.
  • სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი – არემ­ჯი არა­ერთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. მათ შო­რის სტუ-ს სტი­პენ­დი­ე­ბის პროგ­რა­მა და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტე­ბი. რე­გი­ო­ნა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებს შო­რის არის: სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა, იდე­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია, ის­ტო­რი­ის კონ­კურ­სი დიდ­გო­რე­ლი, ეტა­ლო­ნი.
  • COVID 19 – სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID 19-ის გავ­რცე­ლე­ბის დღი­დან, არემ­ჯის ერთ-ერთ მთა­ვარ პრი­ო­რი­ტეტს, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა­ზე ზრუნ­ვას­თან ერ­თად, რე­გი­ონ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მის მხარ­დამ­ჭე­რი ეფექ­ტუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის წარ­დგე­ნა და მათი სწრა­ფი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­და.