არემჯის მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, არემჯის მხარდაჭერით, ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა. ცენტრის საზეიმო გახსნას, საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის (Montanuniversität Leoben) დელეგაცია, სტუ-ის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, არემჯის მენეჯმენტი და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესწრებოდნენ. ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი იქნება ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს სტუ-სა და ლეობენის უნივერსიტეტს შორის […]

არემჯი ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმზე

2026 წლის 9 მარტს, მედია კომპანია The FINANCIAL-ის ორგანიზებით ყოველწლიური ბიზნეს ფორუმი „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა 2026“ გაიმართა. ღონისძიებაზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო მაგალითები დიპლომატიური კორპუსის, მძიმე მრეწველობის, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა გააზიარეს. ფორუმის სტუმრებს არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გრძელვადიანი სტრატეგია და პრიორიტეტები, კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა ზურაბ დევდარიანმა გააცნო. “ვფიქრობ […]

არემჯი დაბა კაზრეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციას განახორციელებს

არემჯის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით დაბა კაზრეთის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სახლის ორი სართულის, ჯამში 1 100 კვ. მეტრის ფართობის, ექსტერიერისა და ინტერიერის სრულ განახლებას, ასევე ეზოს მოპირკეთებას და ლანდშაფტის  სამუშაოებს ითვალისწინებს.  წინასწარ მომზადებული პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ხანგრძლივობა 1 წელია, ხოლო პროექტის ღირებულება 2 მილიონ […]

„დაკარგული ფოტოების ამბავი“ 

კომპანია „არემჯის“ და „ქართულ-გერმანული ღვინის სახლის“ მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული არქივის კინო თეატრში თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „დაკარგული ფოტოების ამბავი“ წინა საპრემიერო ჩვენება გაიმართა.  ღონისძიებაზე ასევე გასული საუკუნის 20-იან წლებში, ბოლნისში გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყო, რომლის სავარაუდო ავტორიც ამ დრომდე უცნობი ადგილობრივი ფოტოგრაფი ერვანდ ხანგულიანცია.  2025 წლის შემოდგომას თომა ჩაგელიშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მოგვითხრობს XIX-XX სს.-ის კატარინენფელდსა (ახლანდელი ბოლნისი) და თანამედროვე […]

არემჯიში სამთო წარმოების 50 წლის იუბილე აღნიშნეს და წარმატებული სამთოელები დააჯილდოვეს

არემჯიმ 17 დეკემბერს, ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თანამშრომლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სამთოელის პროფესიული დღე იზეიმა. წელს, 2024 და 2025 წლების წარმატებული სამთოელების დაჯილდოებასთან ერთად, კომპანიამ სამთო წარმოების 50 წლის იუბილე აღნიშნა.  საიუბილეო ღონისძიება წარმოების 50 წლის ისტორიის ჩვენებითა და დამსახურებული თანამშრომლების მოგონებებით გაიხსნა. 2024-2025 წლების გამორჩეული სამთოელები არემჯის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ დააჯილდოვა.  მან შეაჯამა […]

ბოლნისის ღვინოებმა Orange Wine Festival-ში მიიღეს მონაწილეობა

არემჯის და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისის’’ წევრმა 8 მცირე მარანმა, 18 ნოემბერს, ავსტრიაში Orange Wine Festival-ში (ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალი) მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე 13 ქვეყნის 104 მარნის 350 დასახელების ღვინო იყო წარდგენილი. მათ შორის იყო 26 ქართული მარანი.  ფესტივალზე ბოლნისურმა ღვინოემა დიდი მოწონება დაიმსახურეს, როგორც ღვინის საერთაშორისო ექსპერტებში, ასევე სხვა ქვეყნების მონაწილე მარნებსა […]

ბოლნისის ღვინოები მერანოს ღვინის ფესტივალზე 

კომპანია არემჯის მხარდაჭერით, ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალის კონკურსში გამარჯვებული 11 ღვინო და ქართულ-გერმანული ღვინის სახლის მიერ შერჩეული 5 საუკეთესო ბოლნისური ღვინო იტალიაში მერანოს ღვინის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი. მერანოზე მონაწილეობის მე-10 საიუბილეო წელს, პირველად ქართულ ღვინოებს ცალკე საპრეზენტაციო დარბაზი დაეთმოთ. ასევე ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 500 სტუმრიან საზეიმო გალა ვახშამზე, სტუმრებს ქართული კერძით და ღვინით გაუმასპინძლდნენ. […]

გეოტექნიკური გუნდის ვიზიტი საბადოების მე-4 რეგიონულ შეხვედრაზე სევილიაში, ესპანეთი

არემჯის გეოტექნიკური სამსახურის თანამშრომლებმა – ქეთი ბენაშვილმა, მირიან მაქაძემ და რევაზ მენაბდემ 15-17 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღეს საბადოთა მე-4 რეგიონულ სამუშაო შეხვედრაზე სევილიაში, ესპანეთში. ღონისძიება ორგანიზებული იყო IDS GeoRadar-ისა (Hexagon-ის წევრი) და TRE ALTAMIRA-ს ჩართულობით და წარმოადგენდა პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილმა სპეციალისტებმა ისაუბრეს გეოტექნიკური მონიტორინგისა და ფერდობების სტაბილურობის უახლეს პრაქტიკებსა და ინოვაციებზე. რიჩ მეტალს […]

გეოლოგიის ინსტიტუტი 100 წლისაა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. არემჯის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ გეოლოგიის ინსტიტუტს 100 წლის იუბილე მიულოცა. მან ინსტიტუტის საუკუნოვან ისტორიაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მას დღემდე საკუთარი ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს მეცნიერების განვითარებაში.  „ალექსანდრე ჯანელიძემ და მისმა თანამოაზრეებმა არა […]

არემჯის წარმომადგენლების ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

კომპანია არემჯის წარმომადგენლები გაეროს გლობალური შეთანხმების ევროპული ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მეათე ურთიერთსასწავლო შეხვედრაზე ლონდონში იმყოფებოდნენ. ღონისძიება ევროპული კორპორაციული მდგრადობის სათანადო შეფასების (due diligence) რეგულაციას შეეხებოდა და მასში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობენ. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში არემჯის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო პრაქტიკულ სწავლებებში და დაესწრნენ სემინარებს, რომელთაც ბიზნესისა […]