არემჯის სტიპენდიატები 2024

დაბა კაზრეთში არემჯის ცენტრალურ ოფისში კომპანიის 2024 წლის სტიპენდიატები გამოვლინდნენ. რჩეულ 25 სტუდენტს, სამახსოვრო სერტიფიკატები არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა ანზორ აბშილავამ გადასცეს. არემჯის სასტიპენდიო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების, მექანიკის ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე, მესამე და მეოთხე […]
საფეხბურთო კლუბი „სიონი“ – ახალწვეულების წარდგენა

ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ბოლნისის საფეხბურთო კლუბმა „სიონმა“ ახალწვეულების წარდგენა გამართა. კლუბის მესვეურებმა სტუმრებს და გულშემატკივრებს ახალ მოთამაშეებთან ერთად, სამომავლო გეგმებიც გააცნეს. „სიონი“ ახალ სეზონს ახალი სათამაშო ფორმით იწყებს. წლევანდელ სეზონს, ბოლნისური კლუბი „მაკრონის“ ფირმის მაისურებით იასპარეზებს. კვლავ უცვლელი რჩება სათამაშო მაისურის ფერები. გუნდი საშინაო მატჩებს ყვითელი, ხოლო გასვლით მატჩებს შავი ფერის მაისურებით ჩაატარებს. […]
არემჯის კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტი

დაბა კაზრეთში არემჯის ცენტრალურ ოფისში ხელი მოეწერა კომპანიის ახალ კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მსგავსი დოკუმენტის დამტკიცება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამით, კომპანიის მენეჯმენტი და დასაქმებულები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზაობას აწარმოონ სამთო-მოპოვებითი საქმიანობა მაღალი პასუხისმგებლობით. კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტი მოიცავს 9 პრიორიტეტულ სფეროს, დასახულ მიზნებსა და ამ მიზნების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებებს და სამოქმედო გეგმებს. კომპანია […]
არემჯის და სამთო ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

არემჯისა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მხარეებმა ერთად იზრუნონ საქართველოში სამთო-ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე და განიხილონ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები. დოკუმენტს ხელი არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ და სამთო ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ მოაწერეს. აღნიშნული მემორანდუმი მხარეებს შორის, მრავალმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს, საქართველოში სამთო-ტექნოლოგიური პროცესების დახვეწასა და […]
არემჯიში სამთოელის დღე 2023 აღნიშნეს

არემჯი ჯგუფი აგრძელებს ტრადიციას და სამთოელის დღეს თანამშრომლებთან ერთად აღნიშნავს. სამთოელის დღის კორპორატიულ დღედ დაარსებიდან მე-5 წელს, კომპანიამ მასშტაბურად აღნიშნა პროფესიული დღე და თანამშრომლებს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში უმასპინძლა. „მეხუთე წელია სამთოელის დღეს აღვნიშნავთ და კომპანიაში უკვე დამკვიდრდა ეს ტრადიცია. გამონაკლისი არც წელსაა და დღეს, ასეთ შესანიშნავ დღეს დავაჯილდოვეთ 7 სამთოელი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ […]