აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „არ ემ ჯი კოპერის“ (ს/კ 225358341) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ აქციონერთა კრების დღის წესრიგი: საერთო კრებაზე დამსწრე აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს კრების ჩატარების ადგილზე; საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების განხორციელება აქციონერს შეუძლია კრებაზე უშუალო დასწრებით, როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად გაიმართება ღია კენჭისყრა.
არემჯის მხარდაჭერით, სტუ-ში ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციებისლაბორატორია გაიხსნა

არემჯის მხარდაჭერით, სტუ-ის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე, მაღალტექნოლოგიური ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორია გაიხსნა. ახლად შექმნილ ლაბორატორიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სტუდენტები სამთო პროცესების კომპიუტერული სიმულაციების განხორციელებას შეძლებენ. ადგილზე არსებული ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის მეშვეობით კი ისინი საქართველოში არსებულ სამთო კარიერებსა და სხვადასხვა გეოლოგიურ არეალებს ლაბორატორიიდან გაუსვლელად გაეცნობიან. ახლად შექმნილ ლაბორატორიაში საზეიმოდ ლენტი, არემჯის გენერალურმა დირექტორმა ჯონი […]
არემჯის სასტიპენდიო პროგრამა 2025

არემჯის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 3 თებერვლიდან დაიწყო. კომპანია სახელობით სტიპენდიას სამთო-გეოლოგიური მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებს, მე-7 წელია რაც გადასცემს. წელს პირველად, სასტიპენდიო კონკურში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთვებიან. არემჯის სასტიპენდიო კონკურსში 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების, მექანიკის ინჟინერიის […]
ბოლნისური ღვინოები „მერანოს ღვინის ფესტივალზე“
კომპანია არემჯის მხარდაჭერით, გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ წევრმა 10-მა მცირე მარანმა იტალიაში „მერანოს ღვინის ფესტივალში“ მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე საერთაშორისო ღვინის სექციაში 10 ბოლნისური მარნის, 17 დასახელების ღვინო იყო წარდგენილი. ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღვინის კონკურსში ბოლნისურმა ღვინოებმა 7 მედალი მოიპოვეს, აქედან 2 ოქრო და 5 ვერცხლი. მერანოში ქართული ღვინის მასტერკლასი გამართა სომელიე თამარ ჭიჭიბოშვილმა, რომელიც წელს “მერანოს ღვინის […]
არემჯიმ მონაწილეობა მიიღო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე COP29

13-16 ნოემბერს არემჯის წარმომადგენლები, ბაქოში „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციაზე“ (COP29) იმყოფებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, არემჯის გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ მიერ გამართულ ორ პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მდგრადი დაფინანსების ტენდენციების აღმოსავლეთ ევროპულ პრაქტიკას, გამჭვირვალობასა და ანგარიშგებას ეხებოდა. კომპანიის წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ განახლებად ენერგიებზე ტრანზიციის საკითხებზე მიძღვნილ დისკუსიას, […]
არემჯის მხარდაჭერით ყოველწლიურმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მე-10 ღონისძიებას უმასპინძლა.

27-28 სექტემბერს, არემჯის მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოლოგიისა და სამთო საქმის მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“ გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი და ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი არიან. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანია მდგრადად აგრძელებს იმ კონფერენციის მხარდაჭერას, რომელიც ყოველწლიურად […]
არემჯის საზაფხულო სკოლა 2024

არემჯის საზაფხულო სკოლაში ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სტუდენტების მე-6 ნაკადმა გაიარა. პროექტის საზეიმო დახურვაზე, რომელიც დაბა კაზრეთში არემჯის სათაო ოფისში გაიმართა საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა მოწვეულ სტუმრებს, შემაჯამებელი პრეზენტაციები წარუდგინეს. წელს პირველად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ. პროექტის მსვლელობის დროს, სტუდენტები თავიანთი პროფესიებისა და ინტერესების შესაბამისად გადანაწილებულები იყვნენ ისეთ მიმართულებებზე, […]
არემჯის საზაფხულო სკოლა 2024

არემჯის ერთთვიანი პრაქტიკული პროგრამა საზაფხულო სკოლა აგვისტოში სტუდენტების მე-6 ნაკადს მიიღებს. ორკვირიანი შესარჩევი ეტაპის შემდეგ, არემჯის 2024 წლის საზაფხულო სკოლის მონაწილეები გამოვლინდნენ. წელს პირველად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან. 26 შერჩეული კანდიდატიდან, რომლებიც ჟიურიმ მაღალი აკადემიური მოსწრებითა და მოტივაციით გამოარჩია, 19 სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, ხოლო 7 თსუ-ის ზუსტი და […]
„დიდგორელის“ მორიგი გამარჯვებულები გამოვლინდა

ისტორიის კონკურსში, რომელიც 2019 წლიდან არემჯის მხარდაჭერით იმართება მხოლოდ ქვემო ქართლის მასშტაბით, 2000-ზე მეტ ახალგაზრდას აქვს მონაწილეობა მიღებული. საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიებას უმასპინძლა. ამჯერად ღონისძიებაზე თეთრიწყაროსა და ახალციხის მუნიციპალიტეტების გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი. 2024 წლის ახალციხის დიდგორელი #5 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ ქომოშვილი გახდა, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საუკეთესო შედეგი […]
ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ წარმატებით დასრულდა

მარნეულში ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ დასკვნითი, გალა-კონცერტი გაიმართა. პროექტის ოფიციალური სპონსორი იყო არემჯი. კონკურს-ფესტივალი მიზნად ისახავს ტრადიციული სიმღერის პოპულარიზაციას ქართველ და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში. „სხვა საქართველო სად არის“ უკვე მე-8 წელია იმართება. წლევანდელი კონკურსის შესარჩევი ეტაპები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ჟანრში წარმოდგენილი […]