არემჯი მოფარიკავე სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა

არემჯი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სპორტის სხვადასხვა სახეობის და ინდივიდუალური სპორტსმენების მხარდაჭერას აგრძელებს. კომპანიამ მიმდინარე კვირას ოფიციალური სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძესთან, რომელიც ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგში #4 ადგილს იკავებს. სანდრო ბაზაძის სპორტული წარმატების მაგალითმა და წლის დასაწყისში თბილისში მაღალ დონეზე ორგანიზებულმა მსოფლიო თასმა კომპანია სპორტის ამ სახეობით დააინტერესა. „ფარიკაობა ჩვენთვის ახალი მიმართულებაა. […]

არემჯის მხარდაჭერით ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი გაიმართა

მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით,  კომპანია არემჯისა და ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმზე, ღვინო ბოლნისის დამფუძნებელმა გურამ ავქოფაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას 2018 წელს მხარეებს შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში დღემდე განხორციელებული  აქტივობების და ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებაზე საუბარი იყო მარტში პოლონეთში, ქალაქ კატოვიცაში გამართულ ბოლნისური ღვინოების გამოფენა-დეგუსტაციაზეც, რომელზეც 25 მცირე ტიპის […]

არემჯი ჩემპიონების მხარდაჭერას აგრძელებს

კომპანია არემჯი აგრძელებს წარმატებული ძიუდოისტების ლაშა შავდათუაშვილის, ვაჟა მარგველაშვილის და ბექა ღვინიაშვილის მხარდაჭერას. კომპანიის თბილისის ოფისში, მსოფლიო და ოლიმპიურ  ჩემპიონებთან  სასპონსორო ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი, რომელიც არემჯის მიერ აღნიშნული სპორტსმენების ინდივიდუალურ მხარდაჭერას და მათი საქმიანობის გრძელვადიან ხელშეწყობას ითვალისწინებს. ,,უკვე წლებია არემჯი აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას. მხარში ვუდგავართ, როგორც დამწყებ ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს,  […]

არემჯი ჯგუფი უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერას აგრძელებს

არემჯი ჯგუფი აგრძელებს უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერას. ჯგუფში შემავალი კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები სოლიდარობისა და დახმარების სხვადასხვა აქტივობებში. ამ მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში კომპანიის თანამშრომლებმა კაზრეთში, ბოლნისსა და თბილისში პირველადი საჭიროების ნივთების შეგროვება დაიწყეს. დღეს, „არემჯის“ სახელით, აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში გასაგზავნად გადაეცა ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე უკრაინის დახმარების პუნქტს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლების მიერ […]

არემჯი აურამაინს შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამადასტურებელი ISO სერთიფიკატი მიენიჭა

არემჯი ჯგუფში შემავალმა კომპანია არემჯი აურამაინმა,  ISO 45001  სერთიფიკატი მოიპოვა, რომელიც კომპანიაში, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტის დამადასტურებელია. ISO 45001 სერტიფიკატი, მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს და მიზნად ისახავს კომპანიაში უსაფრთხო და მისაღები სამუშაო ადგილების შექმნას, სამუშაოსთან დაკავშირებული ტრავმების და ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან აცილებას და ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის უზრუნველყოფის დარგში, მისი […]

არემჯის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს ამერიკელი ექსპერტი ეწვია

ბოლნისში, არემჯის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეძენილ ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის ამერიკელი ექსპერტი მერი კეი ჯუდი ეწვია. მერი კეი ჯუდიმ, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობისა და არქიტექტურული ძეგლების კონსერვაცია-რესტავრაციის შეფასება-ექსპერტიზას, ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ჩატარებულ სარესტავრაციო სამუშაოებს მაღალი შეფასება მისცა. „მინახავს ქართული კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ძეგლი, თუმცა ამ დრომდე […]

არემჯის მხარდაჭერით დიდგორელის მონაწილეებმა უცნობი ბოლნისის თემაზე შემეცნებითი მინი ფილმები გადაიღეს

საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ მონაწილეებმა გოეთეს ინსტიტუტში უცნობი ბოლნისის თემაზე შექმნილი მინი ფილმების პრეზენტაცია გამართეს. „უცნობი ბოლნისი“ – „დიდგორელის“ კიდევ ერთი შემეცნებითი კომპონენტია, რომელიც სასკოლო კონკურსში ჩართული ახალგაზრდების მიერ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტებისა თუ ძეგლების შესახებ ვიდეოების სერიის მომზადებას ითვალისწინებს. „დიდგორელის“ ავტორი, ისტორიკოსი ლევან ჟვანია, პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს პროექტისთვის მოძიებული მასალების შესახებ ესაუბრა და არაერთი […]

არემჯიში სამთოელის დღე აღინიშნება

17 დეკემბერს არემჯიში სამთოელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. უკვე მე-3 წელია, რაც კომპანიამ მივიწყებული ტრადიცია აღადგინა და 3500-მდე დასაქმებულთან ერთად, პროფესიულ დღესასწაულს სამთოელის დღეს აღნიშნავს. ტრადიციულად, კომპანიის მენეჯმენტმა წლის ხუთი საუკეთესო თანამშრომელი გამოავლინა და მათ სამთოელის ჯილდოები გადასცა. 2021 წლის სამთოელები გახდნენ: არჩილ ჯაყელი – წარმოების დირექტორის მოადილე, რეზო ლობჯანიძე – წარმოების დირექტორის მოადილე, […]

ახალი ქიმიური ანალიზის ლაბორატორია არემჯიში

არემჯის ახალი, თანამედროვე ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვილი ქიმიური ანალიზის ლაბორატორია, არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ კომპანიის სხვა მენეჯერებთან ერთად საზეიმოდ გახსნა. ქიმიური ანალიზის ლაბორატორიისთვის აშენდა ახალი, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი შენობა, რომელშიც დაცულია შრომის უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტი. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალურად  ლაბორატორიისთვის დაპროექტდა ერთ სართულიანი  შენობა, რაც ხელს უწყობს ლაბორატორიის 24/7-ზე ეფექტურ ფუნქციონირებას და მართვას. ,,ქიმიური ანალიზის […]

“დიდგორელის” მონაწილეთა პირველი კონფერენცია

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენცია პროექტ ,,დიდგორელის’’ ახალი კომპონენტია. კონფერენცია მიზნად ისახავს, საქართველოში არსებული უნიკალური და მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოსწავლეებისთვის გაცნობას და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. კონფერენციისთვის, სკოლის მოსწავლეებმა, აფხაზეთში მდებარე ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის, ამბარას […]