არემჯის და თსუ-ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არემჯის და თსუ-ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა,  აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ 19 ივნისს მოაწერეს. აღნიშნული მემორანდუმი მხარეებს შორის მრავალმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს და მისი მიზანია: სტაჟირების, პრაქტიკის, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში სტუდენტთა ხელშეწყობა, სასწავლო პროგრამების მოდიფიცირებაში კომპანიის […]

ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი 2023

17 ივნისს, ქ. ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებას სლოგანი – ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი აერთიანებდა. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების (PDO) ღვინის ფესტივალი საქართველოში პირველად ჩატარდა. დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ღვინის მახასიათებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანიშნებელია, რომელიც ამ ნიშნით აღიარებულ ღვინოებს სხვა ღვინოებისგან უპირატესად წარმოაჩენს. ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ […]

არემჯიმ სტუ-ს ლაბორატორიული ინვენტარი გადასცა

არემჯიმ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს  საველე და ლაბორატორიული სამუშაოებისთვის ინვენტარი გადასცა. 12 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს არემჯისგან საველე და ლაბორატორიული სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცა. სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფის მიზნით, არემჯი რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული სტუ-ს ინფრასტრუქტურული განახლების პროცესში. „გარდა სტუდენტთა პროფესიული განვითარების პროგრამებისა, ჩვენთვის პრიორიტეტია უნივერსიტეტის ლაბორატორიების თანამედროვე […]

სამთო მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის წევრების ვიზიტი არემჯიში

არემჯიმ საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიისა და მსოფლიოს სამთო მეცნიერებათა აკადემიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი სამთო მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის უმაღლესი საბჭოს სხდომებს მასპინძლობდა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები არემჯის საწარმოსაც ესტუმრნენ. – 29 აპრილს არემჯიმ საქართველოსა და მსოფლიოს სამთო მეცნიერებათა აკადემიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. 27-30 აპრილს გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი სამთო მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის უმაღლესი საბჭოს სხდომებს […]

არემჯის სტიპენდიატები 2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) არემჯის 2023 წლის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული სტუდენტები გამოვლინდნენ. პროგრამა, რომელსაც კომპანია მე-5 წელია ახორციელებს, წარჩინებული სტუდენტების ერთწლიან სტიპენდიებს ითვალისწინებს. წელს, ტექნიკური უნივერსიტეტის 25-მა სტუდენტმა მიიღო სტიპენდია. – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არემჯის სასტიპენდიო პროგრამის რჩეული სტუდენტები გამოვლინდნენ, რომელთაც კომპანიისგან ერთწლიანი სტიპენდია გადაეცემათ. წელს არემჯის სასტიპენდიო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიებისა […]

არემჯიმ სამთოელის დღე აღნიშნა

17 დეკემბერს კომპანია არემჯიმ სამთოელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გამართა. უკვე მე-4 წელია, რაც კომპანიაში მივიწყებული ტრადიცია აღდგა და  4000-ზე მეტ  დასაქმებულთან ერთად, ყოველწლიურად ამ დღეს პროფესიული დღესასწაული –  სამთოელის დღე აღინიშნება. თეატრში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე კომპანიის მენეჯმენტმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად წლის 7 საუკეთესო თანამშრომელი გამოავლინა და მათ წლის სამთოელის საპატიო ჯილდო გადასცა. ღონისძიებაზე კომპანიის […]

არემჯი – „პარტნიორობის ფორუმი 2022“-ის მთავარი პარტნიორი

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ „პარტნიორობის ფორუმში“, არემჯიმ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ოფიციალური წევრის და ფორუმის მთავარი პარტნიორის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ფორუმის პირველ ნაწილში, საკუთარი საქმიანობის და პროექტების შესახებ პრეზენტაციები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გამართეს. ღონისძიების მეორე ნაწილი კი ნეთვორქინგს და იდეების წარდგენის სივრცეებში კერძო და სამოქალაქო […]

არემჯის მხარდაჭერით სამთო საქმისა და გეოლოგიის მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის, ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ  კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. 20-21 ოქტომბერს, ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში საკუთარი მოხსენებით 26 სპიკერი წარსდგა. განსახილველ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალურ პრობლემების შეფასებას და გადაწყვეტის გზებს, მინერალური რესურსების […]

არემჯიმ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ „დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში  „დასაქმების ფორუმი – 2022” გაიმართა.  60-მდე ქართული კომპანიასთან ერთად, სტუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს  სამთო-მომპოვებელი სექტორის ლიდერმა არემჯიმ, სხვადასხვა პროფესიული და სტაჟირების პროგრამები შესთავაზა.   “არემჯი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია თანამშრომლობენ. განსაკუთრებით გაძლიერდა ეს პარტნიორობა ბოლო 4-5 წელია. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, როგორც უნივერსიტეტთან, ასევე სტუდენტებთან, ყოველწლიურად ვთავაზობთ მათ სხვადასხვა […]

არემჯის საზაფხულო სკოლა 2022

კაზრეთში არემჯის ცენტრალურ ოფისში, სტუდენტების მხარდამჭერი პროექტის  „არემჯის საზაფხულო სკოლის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი წელს მე-4-ედ ჩატარდა და მის ფარგლებში  კომპანიამ,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 21 სტუდენტს უმასპინძლა. ზაფხულის დასაწყისში, გასაუბრების შედეგად შერჩეულმა პროექტის მონაწილეებმა, აგვისტოში არემჯის საწარმოებში  ერთთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარეს. ისინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩეული აკადემიური პროგრამების საფუძველზე, შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდნენ: შრომის […]