არემჯის საწარმოო ტერიტორიაზე, პირველი ინდუსტრიული ტური მოეწყო. Industrial Tourism RMG – რიჩ მეტალს გრუპის ინოვაციური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ვიზიტორები ახლოდან გაეცნობიან ოქროს დორე შენადნობისა და სპილენძის კონცენტრატის წარმოების პროცესს, დაათვალიერებენ გარემოსდაცვით ღონისძიებებს და ეკოლოგიურ პროექტებს, ასევე მადნეულის ისტორიულ კარიერს.
საწარმოო ტერიტორიაზე ვიზიტორებს ადგილზე გიდობას შესაბამისი დარგის სპეციალისტები გაუწევენ. ტურის პირველი მონაწილე არემჯის სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებული 25 სტუდენტი იყო.
ინდუსტრიული ტურიზმის განვითარების პროექტზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მზადდება ონლაინ პლატფორმა, რომელზეც დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ დარეგისტრირდნენ ტურზე და საკუთარი თვალით ნახონ მადნების მუხტებით გაფხვიერების ტექნოლოგია, გროვული გამოტუტვის და ფლოტაციის მეთოდებით მადნების გამდიდრების ტექნოლოგიები, 1000 მეტრის სიმაღლეზე სპეციალურად მოწყობილი გადასახედიდან ჩაიხედონ კარიერის გულში და სხვა.