Search
Close this search box.

არემჯის კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტი

დაბა კაზრეთში არემჯის ცენტრალურ ოფისში ხელი მოეწერა კომპანიის ახალ კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მსგავსი დოკუმენტის დამტკიცება მნიშვნელოვანი  წინ გადადგმული ნაბიჯია.  ამით,  კომპანიის მენეჯმენტი და დასაქმებულები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზაობას აწარმოონ სამთო-მოპოვებითი საქმიანობა  მაღალი პასუხისმგებლობით.

კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტი მოიცავს 9 პრიორიტეტულ სფეროს, დასახულ მიზნებსა და ამ მიზნების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებებს და სამოქმედო გეგმებს.

კომპანია იღებს პასუხისმგებლობას მისი საქმიანობა თანხვედრაში იყოს ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების, ასევე საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების პრინციპებთან. ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, დაიცვას გარემო, უზრუნველყოს გამჭვირვალობა და შესაბამისობა.

„2022 წელს გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელში გაწევრიანებით, საჯაროდ დავადასტურეთ ჩვენი სურვილი და პასუხისმგებლობა, ვმართოთ საქმიანობა მდგრადობის ასპექტების გათვალისწინებით. დღეს ამ დოკუმენტის დამტკიცებით, რომელიც  ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მდგრადობა ჩვენი გრძელვადიანი საქმიანობის ერთერთ მთავარ წინაპირობად მიგვაჩნია.  

კომპანიის განახლებული ბიზნეს სტრატეგია თანამედროვე  ეთიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით და კულტურულ ასპექტებს ითვალისწინებს, რაც გვჯერა ჩვენი ბიზნესის გრძელვადიან  განვითარებასა და სტაბილურობას ემსახურება“ – ჯონი შუბითიძე, არემჯის აღმასრულებელი დირექტორი.