სასტუმრო მერიოტმა მედია ჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებული CSR FORUM 2022-ს უმასპინძლა, რომელზეც ბიზნესლიდერებმა წელს არსებულ გამოწვევებზე და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს.
რიგით მე-7 ფორუმზე, კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა საზოგადოებას მიმდინარე CSR პროექტები წარუდგინა, რომელთაც კომპანია ადგილობრივების მხარდასაჭერად ახორციელებს.
,,ვფიქრობ რომ CSR FORUM ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მის დანერგვას, როგორც მცირე ასევე მსხვილი ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში. მოხარული ვარ, რომ უკვე მეორედ გვაქვს საშუალება გავუზიაროთ საზოგადოებას ჩვენი კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული CSR პროექტები და მათი შედეგები, რომელიც 70-მდე მიმდინარე CSR პროექტს და 3000-მდე ბენეფიციარს აერთიანებს.“- განაცხადა არემჯის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.
CSR ფორუმზე დამსწრე საზოგადოების წინაშე, გაერთიანება ღვინო ბოლნისის დამფუძნებელი გურამ აქვოფაშვილიც წარსდგა, რომელმაც ბოლნისელ მეღვინეთა გაერთიანების მიღწევებზე, საერთაშორისო წარმატებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
,,არემჯი ჩვენი ძლიერი პარტნიორია, რომელიც აქტიურად გულშემატკივრობს ბოლნისურ მეღვინეობას და ხელს უწყობს მის განვითარებას. სწორედ ჩვენი პარტნიორობის შედეგად, რომელიც 2018 წელს დაიწყო, ბოლნისურ ღვინოს უკვე აქვს ცნობადობა, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება CSR ფორუმზე ბიზნეს საზოგადოებას გავაცნოთ ბოლნისი, ჩვენი გაერთიანება და ბოლნისური ღვინოები.‘’ – განაცხადა გაერთიანება ღვინო ბოლნისის დამფუძნებელმა, გურამ ავქოფაშვილმა.
CSR ფორუმი The FINANCIAL -ის ორგანიზებით და UNDP-სა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით უკვე მეშვიდე წელია ტარდება და ბიზნესებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიდგომები და შედეგები გაუზიარონ.
2018 წლიდან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არემჯის საქმიანობაში სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებად ჩამოყალიბდა. 2012 წლიდან დღემდე არემჯიმ 20 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა კულტურის, სპორტის, განათლების, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები შემოქმედებითი ახალგაზრდების, ადგილობრივი სპორტული და კულტურული წრეების, ასევე მცირე მეწარმეების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის კუთხით.