არემჯიმ მონაწილეობა მიიღო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე COP29

13-16 ნოემბერს არემჯის წარმომადგენლები, ბაქოში „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციაზე“ (COP29) იმყოფებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, არემჯის გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ მიერ გამართულ ორ პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მდგრადი დაფინანსების ტენდენციების აღმოსავლეთ ევროპულ პრაქტიკას, გამჭვირვალობასა და ანგარიშგებას ეხებოდა.

კომპანიის წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ  განახლებად ენერგიებზე ტრანზიციის საკითხებზე  მიძღვნილ  დისკუსიას, რომელიც „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა“ თურქეთის, საფრანგეთის, პორტუგალიის, დანიის, ჩინეთისა და შვედეთის ქსელებთან პარტნიორობით გამართა.

ბაქოში კლიმატის ცვლილების რიგით 29-ე კონფერენცია 11-22 ნოემბერს მიმდინარეობდა. COP29-ის მიზანია შემცირდეს გლობალური დათბობა 1.5 გრადუსით, რათა თავიდან ავიცილოთ კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე სერიოზული ნეგატიური ზემოქმედებები, მათ შორის, ხშირი, ხანგრძლივი და მკაცრი გვალვები, სითბური ტალღები და წყალდიდობები. 

ამ მიზნით „კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე“ მხარეები განიხილავდნენ განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარების აუცილებლობას, ემისიების შემცირებას, ემისიების შემცირებისათვის ეფექტური და მზარდი დაფინანსების საჭიროებას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედებების მართვას.