არემჯიში სამთოელის დღე აღინიშნება

17 დეკემბერს არემჯიში სამთოელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. უკვე მე-3 წელია, რაც კომპანიამ მივიწყებული ტრადიცია აღადგინა და 3500-მდე დასაქმებულთან ერთად, პროფესიულ დღესასწაულს სამთოელის დღეს აღნიშნავს. ტრადიციულად, კომპანიის მენეჯმენტმა წლის ხუთი საუკეთესო თანამშრომელი გამოავლინა და მათ სამთოელის ჯილდოები გადასცა. 2021 წლის სამთოელები გახდნენ: არჩილ ჯაყელი – წარმოების დირექტორის მოადილე, რეზო ლობჯანიძე – წარმოების დირექტორის მოადილე, […]
ახალი ქიმიური ანალიზის ლაბორატორია არემჯიში

არემჯის ახალი, თანამედროვე ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვილი ქიმიური ანალიზის ლაბორატორია, არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ კომპანიის სხვა მენეჯერებთან ერთად საზეიმოდ გახსნა. ქიმიური ანალიზის ლაბორატორიისთვის აშენდა ახალი, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი შენობა, რომელშიც დაცულია შრომის უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტი. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალურად ლაბორატორიისთვის დაპროექტდა ერთ სართულიანი შენობა, რაც ხელს უწყობს ლაბორატორიის 24/7-ზე ეფექტურ ფუნქციონირებას და მართვას. ,,ქიმიური ანალიზის […]
“დიდგორელის” მონაწილეთა პირველი კონფერენცია

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ ორგანიზებითა და არემჯის მხარდაჭერით, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენცია პროექტ ,,დიდგორელის’’ ახალი კომპონენტია. კონფერენცია მიზნად ისახავს, საქართველოში არსებული უნიკალური და მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოსწავლეებისთვის გაცნობას და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. კონფერენციისთვის, სკოლის მოსწავლეებმა, აფხაზეთში მდებარე ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის, ამბარას […]
„დიდგორელის“ წალკის მუნიციპალიტეტის გამარჯვებულს არემჯისგან 6 თვიანი სტიპენდია გადაეცემა

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ წალკის მუნიციპალიტეტის ფინალისტების დაჯილდოება გაიმართა. ქვემო ქართლში, რიგით მეექვსე მუნიციპალიტეტის გამარჯვებული და არემჯის 6 თვიანი სტიპენდიის მფლობელი, წალკის N 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მერი აბულაძე გახდა. „დიდგორელის პროექტში მონაწილეობა და გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ვიშრომეთ თითოეულმა მონაწილემ – ამ პროექტმა შეგვძინა ცოდნა, გამოცდილება, ძალიან ბევრი […]
არემჯის ინდივიდუალური განვითარების პროგრამა სტუდენტებისთვის

კომპანია არემჯიმ, სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრში, სტუ-ს სტუდენტებისთვის ინდივიდუალური განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროექტის ფარგლებში, კონკურსისა და ორ ეტაპიანი გასაუბრების შედეგად შერჩეულ სტუდენტებს, არემჯის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, მათ კომპეტენციებსა და ინტერესებზე მორგებულ დუალური სწავლების დროში გაწერილ გეგმას შესთავაზებს. ამის შესახებ, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში გიორგი ჩხეიძემ ისაუბრა და სტუდენტებს პროექტში ჩართვისაკენ […]
WinExpo 2021-ზე, ბოლნისურმა ღვინოებმა 21 მედალი და ღვინის მოყვარულთა საუკეთესო შეფასებები დაიმსახურეს

ღვინის მოყვარულთა საუკეთესო შეფასება და 21 მედალოსანი ღვინო – ამ შედეგით დაბრუნდა წელს მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისი, კატარინენფელდში იგივე ბოლნისში, რომელსაც მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და მდიდარი ტრადიცია აქვს. კომპანია არემჯის მხარდაჭერით, 30-31 ოქტომბერს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენაზე ბოლნისი 26 მარნით და 36 სახეობის ღვინით იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონკურსში, ჟიურიმ, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი […]
არემჯის მხარდაჭერით WinExpo Georgia 2021-ზე ბოლნისელმა მეღვინეებმა საკუთარი ღვინოები წარადგინეს

არემჯის მხარდაჭერით, 30-31 ოქტომბერს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენაზე მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისი 26 მარნით და 36 სახეობის ღვინით იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც ბოლნისურმა ღვინოებმა 21 მედალი მოიპოვეს. მათ შორის, უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისა და ენოლოგებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 13 ბრინჯაოს, 7 ვერცხლისა და ერთიც ოქროს მედალოსანი ბოლნისური […]
არემჯის მხარდაჭერით სამთო საქმისა და გეოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება

არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მეორე წელია კონფერენცია სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა დისტანციურ რეჟიმში იმართება. მიუხედავად ამისა, მასში მონაწილე მომხსენებლებისა და მსმენელების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 28-29 ოქტომბერს, […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არემჯის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

არემჯიმ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე, ინოვაციური, სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გახსნა. საზეიმო ღონისძიებაზე არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ და სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ მხარეებს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში განახლებულ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. განახლებული გეგმა სტუდენტებისთვის არაერთი საინტერესო პროექტის შეთავაზებას ითვალისწინებს. თორნიკე ლიპარტია არემჯის აღმასრულებელი დირექტორი: „განათლების ხელშეწყობა და სტუდენტური მხარდაჭერა ჩვენი კომპანიის CSR-პროგრამის […]
არემჯის მხარდაჭერით, მე-20 საუკუნის მოდერნისტი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის წიგნი გამოიცა

თურმანი – ასე ეწოდება მე-20 საუკუნის მოდერნისტი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის წიგნს, რომელიც მის შემოქმედებას, გასულ საუკუნეში გამოქვეყნებულ და დღემდე უცნობ ნაწარმოებებს აერთიანებს. წიგნი კომპანია არემჯის მხარდაჭერით გამოიცა და მისი პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. წიგნის შემდგენელ-რედაქტორები არიან ისტორიკოსი და მკვლევარი ლევან ჟვანია და ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი გია არგანაშვილი. ბასილ მელიქიშვილი არის არაერთი შესანიშნავი […]