არემჯის საწარმოო ტერიტორიაზე, პირველი ინდუსტრიული ტური მოეწყო

არემჯის საწარმოო ტერიტორიაზე, პირველი ინდუსტრიული ტური მოეწყო.  Industrial Tourism RMG – რიჩ მეტალს გრუპის ინოვაციური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ვიზიტორები ახლოდან გაეცნობიან ოქროს დორე შენადნობისა და სპილენძის კონცენტრატის წარმოების პროცესს, დაათვალიერებენ გარემოსდაცვით ღონისძიებებს და ეკოლოგიურ პროექტებს, ასევე მადნეულის ისტორიულ კარიერს. საწარმოო ტერიტორიაზე ვიზიტორებს ადგილზე გიდობას შესაბამისი დარგის სპეციალისტები გაუწევენ.  ტურის პირველი მონაწილე არემჯის სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებული […]

არემჯის სტიპენდიატები 2021

არემჯიმ საწარმოო ტერიტორიაზე 2021 წლის გამარჯვებულ სტიპენდიატებს უმასპინძლა. გამარჯვებულები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის 25 სტუდენტია, რომლებიც არემჯისგან 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობა და მხარდაჭერა არემჯისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. აღნიშნული მიმართულებით არემჯი არაერთი პროექტის ავტორი და მხარდამჭერია. მათ […]

მარნეულის მუნიციპალიტეტში ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გამარჯვებული გამოვლინდა

კომპანია არემჯის მხარდაჭერით, მესამე წელია ქვემო ქართლში საგანმანათლებლო პროექტი ,,დიდგორელი“ იმართება. თეთრიწყაროს, ბოლნისისა და დმანისის შემდეგ, ახლა უკვე მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებმა გამოსცადეს საკუთარი ცოდნა საქართველოს ისტორიაში. კონკურსში 528 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ფინალურ ეტაპზე გადასულ 19 უფროსკლასელს და მათ პედაგოგებს, მარნეულის ბიბლიოთეკის ეზოში კონკურსის ორგანიზატორებმა სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცეს. პროექტის გამარჯვებული, მარნეულის მე-5 საჯარო […]

ქართულ-გერმანული ღვინის სახლი ბოლნისში – RMG-ს პროექტი ადგილობრივი მეღვინეების მხარდასაჭერად

ქართული სამთომოპოვებითი კომპანია RMG, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბოლნისელ მეღვინეებს მხარდაჭერას უცხადებს. არემჯი, ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის მიზნით, ქართულ-გერმანული ღვინის სახლის პროექტს იწყებს. ღვინის სახლის მიზანი ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაცია და მისი საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენაა. ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში, წარმოდგენილი იქნება ბოლნისელი მეღვინეების პროდუქცია, სადეგუსტაციო და საპრეზენტაციო სივრცეები, სადაც ქართველი და უცხოელი სტუმრები ბოლნისური ღვინოების დაგემოვნებას შეძლებენ. სახლის […]

არემჯიმ CSR FORUM 2021-ზე კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

სასტუმრო რადისონმა მედია ჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებული CSR FORUM 2021-ს უმასპინძლა, რომელზეც კომპანიებმა საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრეს. CSR ფორუმი არის ცოცხალი პრეზენტაციების ღონისძიება, რომლის მიზანია წარმოაჩინოს სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიების მიერ განხორციელებული პროექტები და მათი შედეგები. ღონისძიებაზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, UNDP საქართველოს წარმომადგენელმა ანა ჩერნიშოვამ, საქართველოში იაპონიისა […]

დმანისის N1 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ ფინალური ტური გაიმართა

ისტორიის კონკურსი, რომელსაც საფუძველი 2019 წელს ჩაეყარა, უკვე მე-3 მუნიციპალიტეტში იმართება. დმანისში, კონკურსში 12-მა სკოლამ და 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებული ჟანა ოქრიაშვილი – დმანისის სოფელ ჯავახის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. მან 100 კითხვიდან – ასივეს სწორი პასუხი გასცა. პროექტის მონაწილეებს, მათ პედაგოგებს და ფინალისტებს “დიდგორელის” მხარდამჭერი ორგანიზაციების სახელით, არაერთი საჩუქარი გადაეცათ. არემჯი პროექტის […]

არემჯის და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება

კომპანია არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეულ რექტორ დავით გურგენიძესთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა.მხარეებმა 3 წლიანი თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც კომპანიის მხრიდან სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროგრამების შეთავაზებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს.სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტიდან შერჩეული მოტივირებულ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს საშუალება აქვთ გახდნენ არემჯის საზაფხულო სკოლის მონაწილეები. […]

არემჯი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

კომპანია არემჯი (რიჩ მეტალს გრუპი) საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანდა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრობა. სანამ აქამდე მოვიდოდით გავიარეთ გამოწვევებით და პოზიტიური სიახლეებით დატვირთული რამდენიმე წელი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო გარდამტეხი პერიოდი ჩვენი კომპანიისათვის ეკოლოგიის, შრომის უსაფრთხოებისა და გადაიარაღების მიმართულებით. ბოლო 2 წელიწადში შევძელით კომპანიაში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის დანერგვა და პანდემიური წლის […]

არემჯი – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა 2020

ინფრას­ტრუქ­ტუ­რა კაზ­რეთ­ში – 2020 წელს კაზ­რეთ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და 15 000 კვ.მ გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, გან­ხორ­ცი­ელ­და 6 სკვე­რის კე­თილ­მო­წყო­ბა, კაზ­რე­თის და სო­ფელ ბა­ლი­ჭის სა­ბავ­შო ბა­ღებ­ში და­მონ­ტაჟ­და ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი. სპორ­ტი – 2020 წლი­დან არემ­ჯი ძი­უ­დო­ში ოლიმ­პი­უ­რი და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბის ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის, ბექა ღვი­ნი­აშ­ვი­ლის და ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რია. კომ­პა­ნი­ას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი მი­უ­ძღვის რაგ­ბის და ფეხ­ბურ­თის მხარ­და­ჭე­რა­შიც. არემ­ჯი სა­რაგ­ბო კლუბ ყო­ჩე­ბის და […]