აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „არ ემ ჯი კოპერის“ (ს/კ 225358341) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • მოწვეულ იქნეს სს „არ ემ ჯი კოპერის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება;
  • საზოგადოების საიდენტიფიკაციო კოდი – 225358341;
  • საზოგადოების იურიდიული მისამართი: საქართველო, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დაბა კაზრეთი;
  • აქციონერთა საერთო კრება ჩატარდეს 2025 წლის 28 მარტს 12:00 საათზე, შემდეგ მისამართზე – თბილისი, ზაზა ალექსიძის ქ. N1 (ყოფილი მერაბ ალექსიძის მე-3 შესახვევი, #1);
  • აქციონერთა სააღრიცხვო დღედ განისაზღვროს 2025 წლის 18 მარტი (აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს ირიცხებიან აქციონერებად).

აქციონერთა კრების დღის წესრიგი:

  1. სს „საქართველოს ბანკსა“ (ს.კ. 204378869) და სოლიდარულ მოვალეებს შორის 2012 წლის 8 ივნისს გაფორმებული #GCL000001933 გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ კომპანიის კუთვნილი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის – სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 25 აპრილს გაცემული №1181 ლიცენზია – ბრძანების გირავნობის უფლებით დატვირთვა;
  2. სს „არ ემ ჯი კოპერის“ ხელმძღვანელი პირისათვის ნაცვლად აღმასრულებელი დირექტორის სახელწოდებისა გენერალური დირექტორის სახელწოდების მინიჭება და ამასთან დაკავშირებით სს „არ ემ ჯი კოპერის“ წესდებასა და სადამფუძნებლო შეთანხმებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

საერთო კრებაზე დამსწრე აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს კრების ჩატარების ადგილზე;

საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების განხორციელება აქციონერს შეუძლია კრებაზე უშუალო დასწრებით, როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად გაიმართება ღია კენჭისყრა.