გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ „პარტნიორობის ფორუმში“, არემჯიმ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ოფიციალური წევრის და ფორუმის მთავარი პარტნიორის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის პირველ ნაწილში, საკუთარი საქმიანობის და პროექტების შესახებ პრეზენტაციები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გამართეს. ღონისძიების მეორე ნაწილი კი ნეთვორქინგს და იდეების წარდგენის სივრცეებში კერძო და სამოქალაქო სექტორის პირისპირ შეხვედრებს დაეთმო.
არემჯისთან ერთად, ღონისძიების სხვა მთავარი პარტნიორი კომპანიები განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ პროექტებს ინდივიდუალურად გაეცნენ და გამარჯვებულებიც ადგილზე გამოავლინეს.
არემჯის რჩეული ორი არასამთავრობა ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველო“ და ასოციაცია „SOS ბავშვთა სოფელი“ გახდა, რომლებიც ბავშვთა მიმართულებით მუშაობენ.
კომპანია „პირველი ნაბიჯი საქართველო“- ს შშმ ბავშვთა სპორტული წრის მოწყობაში, ხოლო „SOS ბავშვთა სოფელი“-ს ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ქ. ზუგდიდში მდებარე დღის ცენტრს გაუწევს ფინანსურ დახმარებას.