არემჯი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე

5-6 ივნისს, ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებითა და კომპანია არემჯის მხარდაჭერით, „თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ფორუმმა ადგილობრივ და საერთაშორისო გამომსვლელებს, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

პანელურ სესიაზე, რომელიც გარემოს დაცვასა და ეკოლოგიის საკითხებს ეძღვნებოდა, არემჯის დირექტორის მოადგილემ გარემოსდაცვით საკითხებში – სანდრო დევიძემ, პრეზენტაცია წარადგინა. მან კომპანიის მიერ განხორციელებული  გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში  გარდამტეხი პოზიტიური ცვლილებები მოიტანა.

ფორუმი ახალი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის ეფექტურ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ქმნის განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას.