არემჯი აურამაინში მაღაროელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მენეჯმენტმა, მაღაროელთა პროფესიული დღე, ბექთაქარის თანამედროვე, დახურული ტიპის მიწისქვეშა მაღაროს თანამშრომლებს მიულოცა.
ადგილზე პრაქტიკული და თეორიული ტესტირების საფუძველზე, სიმბოლურად სამი „საუკეთესო მაღაროელი“ გამოვლინდა, რომლებსაც სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
„ყველა მაღაროელს ვულოცავ დღევანდელ დღეს და მადლობას ვუხდი ასეთი რთული საქმის ერთგულებისთვის. ეს ადამიანები გმირები არიან, მათი საქმიანობა საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლოა. მოხარული ვარ, რომ უამრავი ახლაგაზრდა არის დაინტერესებული სამთოელის პროფესიით და ვუსურვებ მათ, რომ მომავალშიც უფრო მეტი ენერგიით და მონდომებით გააგრძელონ პროფესიული მოვალეობის შესრულება.“ – არემჯი აურამაინის გენერალური დირექტორი, თორნიკე ლიპარტია.