ღვინის მოყვარულთა საუკეთესო შეფასება და 21 მედალოსანი ღვინო – ამ შედეგით დაბრუნდა წელს მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისი, კატარინენფელდში იგივე ბოლნისში, რომელსაც მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და მდიდარი ტრადიცია აქვს.
კომპანია არემჯის მხარდაჭერით, 30-31 ოქტომბერს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენაზე ბოლნისი 26 მარნით და 36 სახეობის ღვინით იყო წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონკურსში, ჟიურიმ, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ღვინოები რამდენიმე კატეგორიაში გამოავლინა. მათ შორის, უცხოელმა და ქართველმა ღვინის ექსპერტებმა და ენოლოგებმა ბოლნისურ ღვინოებს 13 ბრინჯაოს, 7 ვერცხლისა და ერთიც ოქროს მედალი მიანიჭეს. საუკეთესო შეფასება წელს „ხმელოს“ მარნის 2019 წლის რქაწითელმა დაიმსახურა.
მევენახეობა-მეღვინეობის მდიდარ ტრადიციასთან და ვაზის მრავალფეროვან ჯიშებთან ერთად ბოლნისურ ღვინოს საინტერესოდ, ის ევროპული კვალი ხდის, რომელიც აქ გერმანიიდან ჩამოსახლებულმა შვაბმა კოლონისტებმა დატოვეს. თანამედროვე ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში დღესაც შეხვდებით მათ უნიკალურ მარნებს. 200 წლის შემდეგ, ბოლნისელი მეღვინეები სწორედ ამ მარნებში, ქართული ტრადიციით და ევროპული გამოცდილებით აგრძელებენ საკუთარი ღვინის წარმოებას.
2018 წელს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისთან თანამშრომლობა დაიწყო, რეგიონში უმსხვილესმა სამთო-მომპოვებელმა კომპანია არემჯიმ. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მეღვინეობის დარგის განვითარებას და მცირე მეწარმეების პოპულარიზაციას. ამ მიზნით, 2020 წელს, კომპანიამ ბოლნისში შეიძინა საუკუნოვანი გერმანული სახლი, რომლის რესტავრაცია-რეაბილიტაციასაც სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი ახორციელებს – Verein zur Bewahrung deutschen Kulturguts im Südkaukasus.
გაზაფხულზე ქართულ-გერმანული ღვინის სახლი უკვე პირველ სტუმრებს უმასპინძლებს. აქ საუკეთესო ბოლნისური ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, მსურველები სტუმართმოყვარე ბოლნისის და მისი ენთუზიასტი მეღვინეების გაცნობასაც შეძლებენ.
მანამდე კი ერთად გავიცნოთ რამდენიმე ბოლნისელი მეღვინე, რომლებმაც WinExpo 2021 სტუმრებს თავი საკუთარ მარნებში დაწურული ღვინით დაამახსოვრეს.
„ხმელოს“ მარანი – გიორგი ხმელიძე
რქაწითელი 2019 – ოქრო | რქაწითელი 2020 – ვერცხლი
„ხმელოს“ მარანი ერთ-ერთია ბოლნისელ მეღვინეებს შორის, რომლის ღვინოებმაც ჟიურის მოწონება და ერთდროულად ოქროსა და ვერცხლის ჯილდოები მოიპოვა.
„მარანში, სადაც დღეს „ხმელოს“ ღვინო იწარმოება პირველად ღვინო 2005 წელს ოჯახურად დავაყენეთ. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და 2018 წელს პირველად ჩამოვასხით ღვინო „ხმელოს“ მარნის სახელით.
ჩემი მიზანი იყო მეწარმოებინა მაღალი ხარისხის ღვინო, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებდა ბაზარზე. 2019 წელს კი „ხმელოს“ მარანმა მიიღო პირველი ჯილდო და ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.
„ხმელოს“ მარნის წარმატებაში უმნიშვნელოვანესია, ბოლნისის აგროცენტრის, გაერთიანება ბოლნისური ღვინოსა და არემჯის როლი -ეს ყველაფერი გვეხმარება განვვითარდეთ და ყოველ ჯერზე გავაუმჯობესოთ ჩვენი ღვინის წარმოება. ეს წარმატებებიც სწორედ ამ ერთიანობის დამსახურებაა და დარწმუნებული ვარ რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს წარმატებული თანამშრომლობა და ბოლნისური ღვინო იტყვის თავის სათქმელს“.
მომავალში, „ხმელოს“ მარანს დიდი გეგმები აქვს. გიორგი ხმელიძემ, „ხმელოს“ მარნის დამფუძნებელმა, უკვე შეიძინა 12 ჰექტარი ვენახი, სადაც გამორჩეული და განსაკუთრებული ყურძნის ჯიშებია წარმოდგენილი – მიზანი ხარისხიანი და გამორჩეული ღვინის საზღვარგარეთ გატანაა.
„შალოს“ მარანი – თორნიკე შერეზადაშვილი
რქაწითელი 2018 – ვერცხლი | რქაწითელი 2020 – ვერცხლი
„შალოს“ მარანს საინტერესო და საუკუნოვანი ისტორია აქვს, ის ერთ-ერთია იმ მარნებს შორის რომელიც გერმანელებს ეკუთვნოდათ.ღვინის წარმოების საოჯახო ისტორია, თორნიკე შერაზადაშვილის ოჯახმა 2018 წელს გააცოცხლა და „შალოს“ მარნის სახელით გააცნო საზოგადოებას.
„ბოლნისურმა ღვინოებმა საზოგადოების ყურადღება 2018 წელს მიიპყრო და დაინტერესებაც გაიზარდა. მეც აქტიურად ჩავერთე ღვინის წარმოებაში და „შალოს“ მარნის ღვინოები საზოგადოებას გავაცანით როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე.
ამ ტიპის ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, ეს ერთის მხრივ გვეხმარება ქართველ და უცხოელ ღვინის მოყვარულებს წარვუდგინოთ ჩვენი ღვინოები, ხოლო მეორეს მხრივ ბოლნისური მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაცია მოვახდინოთ საზოგადოებაში“.
თორნიკე აქტიურად არის დაკავებული მეღვინეობა და მევენახეობის შესწავლით, არის მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისის წევრი და აქტიურად თანამშრომლობს მათთან, რადგან ფიქრობს ერთად მეტი შესაძლებლობები აქვთ, ბოლნისური მეღვინეობა წარმატებით გააცნონ საზოგადოებას.
რქაწითელი 2018 – ვერცხლი | რქაწითელი 2020 – ვერცხლი
შალოს მარანს საინტერესო და საუკუნოვანი ისტორია აქვს, ის ერთ-ერთია იმ მარნებს შორის რომელიც გერმანელებს ეკუთვნოდათ. ღვინის წარმოების საოჯახო ისტორია, თორნიკე შერაზადაშვილის ოჯახმა 2018 წელს გააცოცხლა და შალოს მარნის სახელით გააცნო საზოგადოებას.
,,ბოლნისურმა ღვინოებმა საზოგადოების ყურადღება 2018 წელს მიიპყრო და დაინტერესებაც გაიზარდა. მეც აქტიურად ჩავერთე ღვინის წარმოებაში და შალოს მარნის ღვინოები საზოგადოებას გავაცანით როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე.
ამ ტიპის ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, ეს ერთის მხრივ გვეხმარება ქართველ და უცხოელ ღვინის მოყვარულებს წარვუდგინოთ ჩვენი ღვინოები, ხოლო მეორეს მხრივ ბოლნისური მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაცია მოვახდინოთ საზოგადოებაში“.
თორნიკე აქტიურად არის დაკავებული მეღვინეობა და მევენახეობის შესწავლით, არის მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისის წევრი და აქტიურად თანამშრომლობს მათთან, რადგან ფიქრობს ერთად მეტი შესაძლებლობები აქვთ, ბოლნისური მეღვინეობა წარმატებით გააცნონ საზოგადოებას.
დავითის მარანი – ელენე ბენიძე
დავითის მარანი კიდევ ერთი წარმატებული ბოლნისური საოჯახო მარანია, რომელიც ღვინის წარმოებაში აქტიურად არის ჩართული.
„დავითის მარნის ამბავი, ჩემი ბაბუის, დავითისგან იწყება. დავითს ჰქონდა ჩვეულებრივი მარანი, წურავდა ღვინოს, რომელსაც ოჯახი მოიხმარდა. ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, მარანში ღვინის დაწურვა მამამ გააგრძელა. მე, როგორც ბიზნეს ჟურნალისტმა, რომელსაც არაერთი ბიზნესის წარმატების ისტორია მქონდა გაშუქებული, გადავწყვიტე, დავხმარებოდი მამას დავითის მარანი კომერციული გამხდარიყო.
გამოფენები ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენთვის, ღვინის მეწარმეებისთვის, რადგან ხელს გვიწყობს ჩვენი ღვინოები წარვუდგინოთ ფართო საზოგადოებას და მომავალ შესაძლებლობებზე ვიფიქროთ ’’.
დავითის მარანში ორი ტიპის ღვინოს – რქაწითელს და შავკაპიტოს წურავენ. შავკაპიტო დავითის მარნისთვის განსაკუთრებული და გამორჩეულია, რადგან ის ბოლნისში მხოლოდ რამდენიმე ოჯახს აქვს. მომავალში დიდი გეგმები აქვთ – სურთ, რომ დავითის მარანი ტურისტული ობიექტი გახდეს და ტურისტებს საინტერესო ბოლნისური გამოცდილება შესთავაზონ.
არემჯი არაერთი წელია, ახორციელებს ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერას, ხელს უწყობს მათ განვითარებას და პოპულარიზაციას. თანამშრომლობის შედეგად, ბოლნისური მარნები სისტემატურად მონაწილეობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში. გადიან სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსებს და სემინარებს, რათა მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის საუკეთესო ღვინოები შესთავაზონ.