თანამედროვე ტექნოლოგიები
არემჯი ჯგუფის მდგრადი განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მაღალი სტანდარტების შესაბამისი საერთაშორისო გამოცდილების მქონე მიდგომების დანერგვას გულისხმობს.
მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ლიდერი სამთომოპოვებითი კომპანიების გამოცდილებაზე დაყრდნობით, 2016 წლიდან კომპანიამ დაიწყო ძველი საწარმოების სრული მოდერნიზება. მოდერნიზების პროცესში კომპანიის პრიორიტეტად განისაზღვრა გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების პროგრამები.
სამთომოპოვებითი დარგი დიდი და ურთულესი საწარმოო ციკლებისაგან შედგება, რომელთა სწორი დაგეგმვა და მართვა კომპანიათა ჯგუფის მმართველი გუნდის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ამ მხრივ, არემჯის კურსი მთლიანად ახალი ტექნოლოგიების, უდიდესი საერთაშორისო მწარმოებლების, მსოფლიოში ცნობილი სამთომომპოვებელი კომპანიების გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე მიდგომებისკენ არის მიმართული.
არემჯი კოპერის სპილენძის გამამდიდრებელი ფაბრიკის სრული გადაიარაღების პროექტი გლობალურ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობას გულისხმობს. ეს კომპანიებია: ფინური Metso-Outotec, კანადური საპროექტო კომპანია Bumigeme, ბრიტანული Weir Group, HATCH – კანადური მულტიდისციპლინური საინჟინრო კომპანია.