კომპანია
ჩვენს შესახებ
ხედვა და მისია
ჩვენ ვართ საქართველოსა და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო, რომელიც ბოლნისის რაიონში სამთო-მოპოვებითი საქმიანობით არის დაკავებული.
კომპანიები „არემჯი გოლდი“ და „არემჯი კოპერი“ სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად აწარმოებენ სპილენძის კონცენტრატს და ოქროს დორე შენადნობს (ნახევარფაბრიკატის სახით).

„არემჯის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას ყიდულობენ მსხვილი საერთაშორისო ტრეიდერული კომპანიები. აფინაჟის (გაწმენდა) შედეგად მიღებული სუფთა ლითონები (ოქრო, სპილენძი, ვერცხლი) კი შემდგომში ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება.
„არემჯი გოლდი“ და „არემჯი კოპერი“ საქართველოში და ბოლნისის რაიონში უმსხვილესი დამსაქმებლები არიან. 
ორივე კომპანიაში 3000-მდე ადამიანი მუშაობს,რომელთა 90% ადგილობრივი მოსახლეა.
2011-2014 წლებში „არემჯიმ“ საქართველოში 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია         განახორციელა.