სოციალური პასუხისმგებლობა
გარემოს დაცვა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
სპორტი, კულტურა, განათლება
კომპანია „არემჯი“ აცნობიერებს სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც მას დაბა კაზრეთის, ბოლნისის რაიონისა და ქვეყნის წინაშე აკისრია. სწორედ ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ სხვადასხვა სოციალური, საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას, მხარდაჭერას და დაფინანსებას.

საქართველოს რაგბის კავშირისა და  ეროვნული გუნდის მხარდაჭერა „არემჯისათვის“ წლებია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 7 წლის მანძილზე ქართული რაგბის განვითარებაში კომპანიამ 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

კომპანიის საქმიანობაში უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს ბოლნისის რაიონს და ადგილზე სხვადასხვა სახის სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. „არემჯი“ სისტემატურ ფინანსურ დახმარებას უწევს ბოლნისის ეპარქიას. უძველესი ქართული ეკლესიების შენარჩუნება და განახლება კომპანიისათვის ზრუნვის განსაკუთრებული საგანს წარმოადგენს.

„არემჯი“ დაბა კაზრეთში სპორტის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და კულტურის პოპულარიზაციასაც აქტიურად ეწევა. აქ ყოველთვიურად ფინანსდება თავისუფალი სტილით ჭიდაობის, ჭაბუკთა ფეხბურთისა და ქორეოგრაფიის სექციები.  „არემჯი“ ხელს უწყობს დაბა კაზრეთში და ბოლნისის რაიონში საგანმანათლებლო პროექტების განვითარებას.  კომპანია აქტიურად თანამშრომლობს დაბა კაზრეთის საჯარო სკოლებთან და საბავშვო ბაღთან. მათი მოთხოვნის შესაბამისად, კომპანია პერიოდულად ახდენს სასკოლო და საბავშვო ბაღისათვის საჭირო ინვენტარის შეძენას და განახლებას. „არემჯი“ ზრუნავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოხუცებზე და სხვადასხვა სახის სოციალური აქციების ორგანიზებით ცდილობს მათ ღირსეული საცხოვრებელი და საარსებო პირობები შეუქმნას. კომპანია თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან, რომლის ეგიდითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ქალაქ ბოლნისში ხანდაზმულთა დღის ცენტრი ფუნქციონირებს. „არემჯი“ პერიოდულად ეხმარება დღის ცენტრს და მის ბენეფიციარებს.

წლების მანძილზე კომპანია აფინანსებდა და მომავალშიც დაეხმარება სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს: „აუტიზმით დაავადებულთა ასოციაცია“, „მომავლის გზა“, „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის“, „მომავლის სახლი“, „ბოლნისის რაიონის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“, საქველმოქმედო ფონდი იავნანა“ და სხვა.