სოციალური პასუხისმგებლობა
გარემოს დაცვა
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
სპორტი, კულტურა, განათლება
ჯანმრთელობა

კომპანია „არემჯი გოლდის“ და „არემჯი კოპერის“ ყველა თანამშრომლის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია „იმედი-L“-ის მიერ.
სადაზღვევო პაკეტის მთლიან ღირებულებას იხდის დამსაქმებელი კომპანია. გარდა ამისა ყოველ თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა მისი სადაზღვევო პაკეტის ანალოგიური პირობებით დააზღვიოს საკუთარი ოჯახის წევრები.

პროვაიდერ კლინიკათა სიმრავლიდან გამომდინარე, მომსახურება დაზღვეულთათვის ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

ომპანიის ტერიტორიაზე მოქმედებს 24 საათიანი მედპუნქტები,სადაც თანამშრომლები იღებენ პირველად გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას.


უსაფრთხოება

კომპანია „არემჯიში“ საწარმოო ობიექტებზე შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხების კოორდინაციის მიზნით შექმნილია და ფუნქციონირებს ჯანმრთელობის, გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური.
აღნიშნული სამსახური ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების, რეგლამენტებისა და სტანდარტების საფუძველზე, ასევე საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით ახორციელებს კონტროლს საწარმოო პროცესების უსაფრთხო მიმდინარეობაზე. სამსახური ასევე ორგანიზებას უწევს პერსონალის სწავლებას,მომზადებას და ცოდნის შემოწმებას.

კარიერის სხვადასხვა ობიექტებზე მომუშავე პერსონალისათვის, პროფესიების მიხედვით შემუშავებულია, შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციები. ყოველი ახლად მიღებული თანამშრომელი დასაქმებისთანავე გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოების და ჯანდაცვის სამსახურში გადის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟს, ხოლო ყოველ ექვს თვეში ერთხელ მას განმეორებით უტარდება მეორადი ინსტრუქტაჟი.
ტექნოლოგიური პროცესების ცვლილებასთან, ტექნიკურ გადაიარაღებასთან, სამუშაო ადგილის შეცვლასთან და შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ შემთხვევაში მუშა პერსონალს უტარდებათ რიგგარეშე ინსტრუქტაჟი. ხოლო მომეტებული რისკის შემცველი სამუშაოების შესრულების დროს მიმდინარე - სპეციალური ინსრტუქტაჟები.

საწარმოო უბანზე დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ურიგდებათ ინდივიდუალური დაცვის სპეციალური, საერთაშორისო ნორმებისა და 
სტანდარტების შესაბამისი საშუალებები (სპეც. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კომბინიზონი, ხელთათმანი, მტვრის დამცავი რესპირატორი, სათვალე). განსაკუთრებული ყურადღება ენიჭებათ ციანიდთან მომუშავე პერსონალს, რომელთაც სტანდარტულ საშუალებებთან ერთად ურიგდებათ შესაბამისი სპეც-აღჭურვილობა. ძირითადი ტექნოლოგიური უბნის ობიექტებზე, სამსახურის მიერ განსაზღვრულია მომეტებული რისკის მქონე მონაკვეთები, სადაც მიმდინარეობს ყოველდღიური მონიტორინგი, მონაცემთა სპეციალურ ჟურნალში შეტანით.
გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოების და ჯანდაცვის სამსახური დამტკიცებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად ორგანიზებას უწევს მუშა პერსონალის ყოველწლიურ გადამზადებას.