გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი "არემჯიში"
 
02.04.2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაბა კაზრეთში კომპანია "არემჯის" საწარმოო ობიექტები დაათვალიერა. მინისტრმა კომპანიის მენეჯმენტისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიიღო საწარმოში მიმდინარე ყოველდღიური სამუშაოებისა და იმ გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც კომპანია გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის ფარგლებში აქტიურად ახორციელებს.

„მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და მის გუნდს. ჩვენ მათ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია საწარმოში მიმდინარე პროცესებისა და გარემოსდაცვის კუთხით არსებული იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დღეს რეალურად ვდგავართ. ჩვენს მიერ, საერთაშორისო კომპანია Golder Associates-თან ერთად, შემუშავებული გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ძირითად პრობლემატურ საკითხებზე კომპლექსური მუშაობა უკვე დაწყებულია,“ - განაცხადა "არემჯის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.
<< back