"არემჯი" რუსთაველის თეატრის სპონსორი გახდა
 
18.01.2018

კომპანია "არემჯი" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში განაგრძობს კულტურული პროექტების მხარდაჭერას და ამჯერად თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპონსორი ხდება.

2018 წლის განმავლობაში კომპანია რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული სპექტაკლების პარტნიორი და წარმდგენი იქნება. "არემჯისა" და რუსთაველის თეატრს შორის თანამშრომლობის 1 წლიან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და  რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ.

აღსანიშნავია, რომ წელს თეატრი რობერტ სტურიას 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო წელთან დაკავშირებით რეჟისორი ერლომ ახვლედიანის მოთხრობების კრებულის მიხედვით სპექტაკლ „ვანო და ნიკოს“ დადგამს, რომლის პრემიერაც მარტში გაიმართება.
<< უკან