"არემჯი" ბოლნისის "სიონის" გენერალური სპონსორია
 
27.12.2017

2018 წელს კომპანია "არემჯი" ბოლნისის საფეხბურთო კლუბ „სიონის“ გენერალური სპონსორი იქნება. განახლებულ სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი მხარეებმა დღეს "არემჯის" თბილისის ოფისში მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ კლუბს "არემჯი" გაზრდილი სასპონსორო თანხით უზრუნველყოფს და მის განვითარებაზე იზრუნებს.

პირველი შეთანხმება კომპანია "არემჯისა" და ბოლნისის საფეხბურთო კლუბ „სიონს“ შორის 2016 წელს გაფორმდა. ეროვნულ ლიგა ორში დაქვეითებული „სიონი“ 2017 წელს ფაქტიურად ახლიდან შეიქმნა.სირთულეების მიუხედავად, ბოლნისური გუნდი სეზონის მანძილზე ლიდერებს შორის იყო, სეზონის ბოლოს კი "სიონმა" გულშემატკივრები გაახარა და ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა.

<< უკან