"არემჯი" კულტურული მემკვიდრეობისთვის
 
10.12.2017

კომპანია „არემჯიმ“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ბოლნისის, მანგლისის და თეთრიწყაროს, ნიკორწმინდის და ალავერდის ეპარქიებთან ხელშეკრულება გააფორმა.

მხარეები ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ფიტარეთის  მონასტრის, ბოლნისის სიონის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს, ნიკორწმინდისა და ალავერდის სამონასტრო კომპლექსების, ასევე შუამთის მონასტრის დაცვის და მათი რეაბილიტაციის ერთობლივ პროგრამის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

კომპანია "არემჯი" ქვეყნისათვის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციას 2018-2021 წლებში განახორციელებს და ჩასატარებელი სამუშაოებისათვის 2 მილიონამდე ლარს გამოყოფს.
<< უკან