„არემჯიში“ მტვერდამჭერი სისტემების დასანერგად კომპანიების შერჩევა მიმდინარეობს
 
15.11.2017

კომპანია „არემჯის“ მტვერდამჭერი სისტემების შეთავაზების მიზნით, გერმანული კომპანია CFT და Deichmann Filter-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. კომპანია CFT აღიარებულია, მსოფლიო ლიდერად სამრეწველო და ინდუსტრიული ასპირაციული სისტემების, ვენტილაციისა და მტვერდამჭერი დანადგარების წარმოებაში.

სამუშაო შეხვედრა  „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მას კომპანიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. CFT-ს წარმომადგენლებმა საწარმოში მტვერდამჭერი ღონისძიების პროექტი წარმოადგინეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. 

უახლოეს პერიოდში კომპანია „არემჯის“ მენეჯმენტი განიხილავს CFT-ს და სხვა მსგავსი პროფილის მქონე კომპანიების  მიერ წარმოდგენილ წინადადებებს. შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება და მისი პროექტი 2018 წლიდან, „არემჯის“  გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

<< უკან