"არემჯის" სპეც. ტექნიკით კაზრეთის ქუჩები ყოველდღე გაირეცხება
 
15.11.2017

„არემჯის“ ავტო სატრანსპორტო საამქრომ შეიძინა სპეციალიზირებული წყალმზიდი ტექნიკა, რომელიც  დაბა კაზრეთის ქუჩების გარეცხვას და მორწყვას უზრუნველყოფს.

წყალმზიდი მანქანა, რომელიც 12 ტონა წყალს იტევს და ქუჩების გარეცხვისათვის საჭირო სპეციალური დანადგარებით არის აღჭურვილი კაზრეთის და  მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებს ყოველდღიურად მორწყავს.

<< უკან