"არემჯის" სალიცენზიო ტერიტორიაზე ძველი გამონამუშევარის კვალის არსებობა არ დასტურდება
 
07.11.2017

საყდრისის კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა საყდრისის მე-2 უბანზე ძველი გამონამუშევარის კვალი შეინიშნება, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილის დეტალური დათვალიერების შემდეგ დაადასტურეს.

კომპანია "არემჯის" სალიცენზიო ტერიტორიაზე დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები - არქეოლოგები ირინა ღამბაშიძე და ზურაბ მახარაძე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი, არქეოლოგი - ზურაბ გიორგაძე და საყდრისის კომიტეტის წევრები სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ. 
<< უკან