"არემჯის" თანამშრომლებმა სოფელ მარტყოფში ნერგები დარგეს
 
04.11.2017

კომპანია „არემჯიმ“ საკუთარი გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, სოფელი მარტყოფის მიმდებარე  ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გამართა.

ტყის განაშენიანებისათვის სპეციალურად  გამოყოფილ ადგილზე, კომპანიის გარემოს დაცვის სამსახურის მიერ პირველ ეტაპზე შავი ფიჭვისა და ელდარის ნერგები შეირჩა. აქციის ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლებმა და მათი ოჯახის წევრებმა 3000-მდე ნერგი დარგეს. 

მასშტაბური დარგვითი სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება. კომპანია აღნიშნულ ნარგავებს 5 წლის განმავლობაში მოუვლის.

პროექტის საბოლოო მიზანია, სოფელ მარტყოფში 12 ჰექტარ ფართობზე ტყის აღდგენა-განაშენიანება.
<< back