"არემჯიმ" დმანისელი სპორტსმენის უკრაინაში გამგზავრება დააფინანსა
 
25.10.2017

საერთაშორისო ტურნირებისა და საქართველოს არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებული ლაშა მუსხელიშვილი დიდი შეჯიბრებისთვის ემზადება. ის უკრაინაში, ქალაქ კიევში  გამართულ ღია პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას რომელიც 27-30 ოქტომბერს გაიმართება. მწვრთნელის და შეგირდის გამგზავრება დიდ ტურნირზე კომპანია „არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით შედგა.

დმანისის მუნიციპალიტეტის  შერეული ორთაბრძოლების კლუბი „არწივი“ ლერი ავალიშვილის თაოსნობით, ოთხი წლის წინ დაარსდა. კიკბოქსინგის და სოფელში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით მწვრთნელმა საკუთარი ძალებით დარბაზი მოაწყო და დიდი შრომის შედეგად არაერთ წარმატებას მიაღწია, 30-მდე შეგირდი კვირაში სამი დღე როგორც ფიზიკურ, ისე ტექნიკურ ვარჯიშს გადიან.

<< უკან