"არემჯის" დაფინანსებით ბოლნისზე წიგნი გამოიცა
 
08.10.2017

8 ოქტომბერს "ბოლნისქალაქობა 2017"-ის ფარგლებში ბოლნისელი პეტრე დანელიას წიგნის –
"ბოვნისი, კატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი" პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი, რომელიც ბოლნისის უძველეს  ისტორიას, გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების ამბავს და კატერინენფელდის დაარსების ისტორიას მოგვითხრობს, კომპანია "არემჯის" ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. წიგნი სამი ნაწილისგან შედგება და მისი გამოცემა ქართულ-გერმანული ურთიერთობის 200 წლის იუბილეს ეძღვნება.
<< უკან