"არემჯის" თასი 2017 დასრულდა
 
06.10.2017

5 სექტემბერს დაბა კაზრეთში „არემჯის თასი 2017“-ის ფინალური შეხვედრები გაიმართა. დაძაბული და უხვგოლიანი ფინალი, რომელშიც გუნდი 126-ე და 99-ე ეჯიბრებოდნენ,  პირველის გამარჯვებით დასრულდა. საპატიო მე-3 ადგილი  ტურნირის დებიუტანტებს - „პატარა ბიჭებს“ ერგოთ.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი ჯილდო და „არემჯის" თასი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ გადასცა და მოთამაშეებს წარმატება უსურვა. ტურნირის 5 საუკეთესო მოთამაშეს კომპანიის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა წარმოების დირექტორმა კობა მენაბდიშვილმა.

ფინალურ შეხვედრებს სტუმრის სტატუსით საფეხბურთო კლუბ „სიონის“ მოთამაშეები ესწრებოდნენ. გუნდის კაპიტანმა ჯაბა დვალმა და ნახევარმცველმა ალექსანდრე კოშკაძემ პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს ოქროს და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს. „სიონის რჩეულს“ - ლევან ფოლადიშვილს კლუბის გენერალურმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
<< უკან