წარმოება
ოქრო სპილენძი
ისტორია
არემჯი გოლდ - შპს “კვარციტი“ საქართველოში საქმიანობას ახორციელებს 1993 წლიდან  კომპანია Bolnisi Mining Operations-ის მეშვეობით.


  • 1994 წელს დაფუძნდა საქართველო-ავსტრალიის ერთობლივი საწარმო, რომელმაც საქმიანობის განხორციელება დაიწყო მადნეულის საბადოსთან სახელწოდებით „კვარციტის ერთობლივი საწარმო“.
  • 1996 წლამდე შპს „კვარციტი“ ადგილზე საძიებო-მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებდა, ხოლო 1997 წლის 2 აპრილს ჩამოსხმულ იქნა პირველი ოქრო.
  • 2005 წელს დაფუძნდა ერთობლივი საწარმო, პარტნიორების სს „მადნეული“ საქართველო და GeoProMining-ის  თანაბარი წილობრივი მონაწილეობით.
  • 2012 წლის ივნისში შპს „კვარციტი“ გადავიდა "არემჯის" 100% მფლობელობაში და ამჟამად მისი იურიდიული სახელწოდებაა შპს "არემჯი გოლდი".

 
"არემჯი კოპერი' - როგორც სხვადასხვა არქეოლოგიური კვლევები ამტკიცებს, ბოლნისის რაიონი ოდითგანვე ძვირფასი ლითონების, განსაკუთრებით ოქროსა და სპილენძის მოპოვების ცენტრი იყო.

  • ჩვ. წ.აღ-მდე IV-III ათასწლეულებში მადნეულის საბადო ბოლნისის რაიონში ლითონის მოპოვების ერთ-ერთი უმთავრეს წყაროს წარმოადგენდა.
  • ჩვ. წ.აღ-მდე II-I ათასწლეულებში ბოლნისის რაიონში უკვე ფერადი ლითონების ძიება და მოპოვება იწყება. 
  • XVII–XIX საუკუნეებში ჩატარდა ინტენსიური გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები ამ ტერიტორიაზე ახალი საბადოების აღმოსაჩენად.
  • 1975 წელს ექსპლუატაცია დაიწყო „მადნეულის“ სამთო გამამდიდრებელმა კომბინატმა.
  • 1994 წელს ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება „მადნეული“, რომელიც მფლობელობაში საქართველოს სახელმწიფოს გადაეცა.
  • 2005 წელს პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში სს „მადნეულის“ წილი გაიყიდა. ტენდერში კომპანია „Stanton Equities Corporation”-მა (GeoProMining) გაიმარჯვა.
  • 2004-2007 წლებში საწარმოო პროცესის ოპტიმიზაციის შედეგად დაფიქსირდა სამუშაოს ტემპებისა და ეფექტურობის მნიშვნელოვანი ზრდა.
  • 2012 წელს სს „მადნეული“ გადავიდა "არემჯის" 100% მფლობელობაში და ამჟამად მისი იურიდიული სახელწოდებაა  სს "არემჯი კოპერი".