"არემჯი" განაგრძობს ბოლნისის ახალი მუზეუმის პროექტის მხარდაჭერას
 
01.09.2017

"არემჯი" განაგრძობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტის - ბოლნისის ახალი მუზეუმის მხარდაჭერას და დაფინანსებას მუზეუმის მშენებლობის და მისი შემდგომი მოწყობის მიმართულებით.

ბოლნისის ახალი მუზეუმის მუზეოგრაფიაზე, რომელსაც პროექტის მეორე ეტაპი ითვალისწინებს, ფრანგი დიზაინერი ლინა ლოპესი მუშაობს. ეროვნული მუზეუმის მოწვევით და "არემჯის" მხარდაჭერით ლოპესი საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს მუზეუმის სამეცნიერო  ჯგუფებთან და კურატორებთან.

სპეციალისტების მიერ ჩატარებული გარემოპირობების მონიტორინგის შემდგომ, მოხდება ახლადაშენებული შენობის ადაპტაცია კოლექციების მისაღებად და მუზეუმის აღჭურვა საჭირო ინვენტარით.

ბოლნისის მუზეუმის პროექტის განხორციელება "არემჯის" სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთი პრიორიტეტია. კომპანიისათვის მნიშვნელოვანია მისი მოღვაწეობის არეალში ხელი შეუწყოს საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრის შექმნას.

<< უკან