წარმოება
ოქრო
სპილენძი
ისტორია
საქართველოში ფერადი ლითონების წარმოების პირველ საწარმოდ ითვლება მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, რომელიც ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში მდებარეობს.


სპილენძი საბადოზე წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმით. ის გვხვდება სულფიდური, კარბონატული, და ჟანგეული მადნების ფორმით. ასევე ვხვდებით მის ხალას ფორმებს.

როგორ ხდება სპილენძის მოპოვება და წარმოება:

სპილენძის შემცველი მადნის მოპოვება ხდება მიწისქვეშა ან ღია წესით. შემდეგ მოპოვებული მადანი იმსხვრევა, იფქვება და ტექნოლოგიური გამდიდრების შემდეგ გარდაიქმნება კონცენტრატად. სპილენძი ასევე შეიძლება გამოიტუტოს მადნიდან.

სპილენძი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა და დღესაც ფართო მოხმარების ნედლეულს წარმოადგენს. მისი ქიმიური, ფიზიკური და ესთეტიკური თვისებების გამო სპილენძი ფართოდ გამოიყენება საშინაო, სამრეწველო და მაღალ-ტექნოლოგიურ სისტემებში, მათ შორის: სამონტაჟო მავთულებში, ელექტროგადამცემებში, გათბობის, გაციებისა და ჰაერის კონდიცირებაში, ელექტრონულ სქემებში, სანტექნიკაში, საავტომობილო ნაწილებში, მონეტებში და სხვა.

სპილენძი შეიძლება გაიჭიმოს გრძელ, წვრილ მავთულებად (ე.წ. ელასტიურ მავთულებად); ის უძლებს კოროზიას, არის ჭედადი და სითბოსა და ელექტროობის საუკეთესო გამტარი. სპილენძის სხვა ლითონებთან შედნობის შემთხვევაში, როგორიცაა თუთია, ალუმინი ან კალა ის იძენს ახალ თვისებებს და მისი გამოყენება შესაძლებელი ხდება მაღალ სპეციალიზირებულ სისტემებში.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც „არემჯი კოპერის“ საქმიანობაზე ახდენს გავლენას, არის იმ ლითონების ფასი, რომელსაც ვაწარმოებთ. სპილენძის ფასები ძირითადად განისაზღვრება მოწოდების საყოველთაო სისტემისა და მოთხოვნის შესაბამისად. ფასებზე ასევე მოქმედებს გაცვლითი კურსის მერყეობა და საინვესტიციო საზოგადოების მოთხოვნები.