ახალი მუზეუმი ბოლნისში
 
15.12.2016

15 დეკემბერს, კომპანია "არემჯის" წარმომადგენლებმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან და ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად ბოლნისის მუზეუმის ახლად აშენებული შენობა დაათვალიერეს.

საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე მუზეუმის მშენებლობის და არქიტექტურული პროექტის მომზადების ხარჯები კომპანია "არემჯი გოლდმა" სრულად დაფარა.

მუზეუმში შეკრებილი სტუმრებს დავით ლორთქიფანიძემ მუზეუმის კონცეფცია გააცნო და მათთან ერთად შენობა დაათვალიერა. მისი თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოხდება მუზეუმის შენობის ადაპტაცია კოლექციების მისაღებად და დაიწყება ექსპონატების მომზადება შემდგომი ინსტალაციისთვის.

ბოლნისის მუზეუმი იქნება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი. მუზეუმში მოეწყობა დროებითი გამოფენები და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები. ახალი მუზეუმი ბოლნისის რაიონში კულტურის, არაფორმალური განათლებისა და ტურიზმის ცენტრის ფუნქციას შეასრულებს.

მუზეუმის არქიტექტურული პროექტის ავტორია გაგა კიკნაძე. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ამჟამად მუზეოგრაფიაზე ფრანგ დიზაინერთან ლინა ლოპესთან ერთად მუშაობს.

ბოლნისის ახალი მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის მაისში, კომპანია "არემჯი გოლდის" ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. კომპანია აგრძელებს პროექტის შემდგომი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების მხარდაჭერას.

 
იხილეთ ალბომი


<< უკან