"არემჯი" ბოლნისის "სიონს" დააფინანსებს
 
03.10.2016

3 ოქტომბერს, ქალაქ ბოლნისში კომპანია „არემჯისა“ და ბოლნისის საფეხბურთო კლუბ "სიონს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, კომპანია ერთი წლის განმავლობაში საფეხბურთო კლუბ „სიონს“ ყოველთვიურად დააფინანსებს და იზრუნებს მის განვითარებაზე.

„არემჯის“ მხრიდან მემორანდუმს ხელი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ბალანჩივაძემ, ხოლო "სიონის" მხრიდან კლუბის გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა მოაწერეს ხელი. მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება, ხელს შეუწყობს საფეხბურთო კლუბის კიდევ უფრო განვითარებას.
<< უკან